Breaking News

Month: February 2021

აბა, პასპორტი მაჩვენე…

ევროკავშირის ბოლო სამიტზე საუბარი შეეხო ტურიზმის სეზონისთვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებას. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გაზაფხულის ბოლოსთვის მზად იქნება სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ტურისტებისთვის სავალდებულო პასპორტიზაციას გაითვალისწინებს. ამ ე.წ. „პასპორტის“ მისაღებად საჭირო იქნება უკვე არამხოლოდ კორონავირუსის ტესტზე ორგზის მიღებული უარყოფითი პასუხი, არამედ ორჯერადი ვაქცინაცია. ბუნებრივია, ეს საკითხი გვერდს ვერ აუვლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც 11…

Read more

ბოიკოტი ეროვნულ ჩემპიონატს

ერთბაშად ცხრა წამყვანი ბელარუსული საფეხბურთო კლუბის ფან-დაჯგუფებამ მოუწოდა ქომაგებს, არ დაესწრონ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს. მათი პროტესტი ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური ვითარების და კონკრეტულად ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ არის მიმართული. მანიფესტზე ხელმომწერთა შორის ქვეყნის წამყვანი კლუბების ფანკლუბები არიან: ბატე, “შახტიორი”, ბრესტის “დინამო”, “სლუცკი”, “ვიტებსკი”, “მოლოდეჩნო”, “ნემანი”, ჟოდინოს და მინსკის “დინამო” და “მინსკი”. სავარაუდოდ, პროტესტი უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს…

Read more

შაკის წაუგებელი გუნდი

NBA-ს ლეგენდა შაკილ ონილმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლებთან ერთადაც მატჩს არ წააგებდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიდმა შაკმა აწმყოზე ისაუბრა და საკუთარ თავთან ერთად მხოლოდ მოქმედი კალათბურთელები გამოარჩია. „ლიგაში ბევრი კარგი კალათბურთელია, მაგრამ მომეცით სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ზაიონ უილიამსონი, ლებრონ ჯეიმსი და მათთან ერთად თამაშს არ წავაგებ“, – განაცხადა შაკმა. შეგახსენებთ, რომ ონილს საუკეთესო…

Read more

ტუხელი ბნელ ოთახში

დღეს, საქართველოს დროით ცხრის ნახევარზე, პრემიერლიგაში, „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს. „იუნაიტედი” მეორეზეა, „ჩელსი” — მეხუთეზე. მათ შორის 6 ქულაა. დასავლეთლონდონელთა გერმანელი მწვრთნელისთვის, თომას ტუხელისთვის კი ეს აგრეთვე იმ გუნდთან შეხვედრაა, რომელმაც კარიერაში ყველაზე მწარე მარცხი აწვნევინა. ლაპარაკია 2019 წლის ამბავზე. მაშინ ტუხელი ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენის” თავკაცი იყო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განგებამ „მანჩესტერ…

Read more

გველი თუ დაინახა, გამოიქცევა

ლეგენდარულმა პოლ გასკოინმა დაიქადნა, რომ რეალითი შოუს „მე ვარ სელებრითის” იტალიურ ვერსიას მოიგებს თუ… გველების არ შეეშინდება. მთელი რიგი მენტალური და ფიზიკური ტესტების შემდეგ, 53 წლის გაზა, ორი თვით უდაბურ კუნძულზე გაემართა. კუნძული ჰონდურასშია და ისოლა დე ფამოსი ჰქვია. თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ „ნიუკასლის”, „ტოტენჰემის”, „ლაციოსა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ასე თქვა: „ერთადერთი, რისიც ნამდვილად…

Read more

შალკეს მწვრთნელს ფეხბურთელები აგდებენ

საინტერესო სიტუაცია შეიქმნა გერმანული გელზენკირხენის „შალკეში“. ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის კრისტიან გროსის გაშვებას ითხოვენ. ბოლო წერტილად რურის დერბიში „დორტმუნდთან“ 0:4 იქცა. ფეხბურთელებმა კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი აზრით, შვეიცარიელს ცუდი ვარჯიშები აქვს, სუსტი ტაქტიკოსია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარი ფეხბურთელების სახელებს ვერაფრით იმახსოვრებს. მენეჯმენტმა გუნდს უარი უთხრა, მაგრამ ყველას ესმის, რომ გროსის გაშვება მხოლოდ დროის…

Read more

აბრამოვიჩმა ჰოლანდი გაამწვანა

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა „დორტმუნდის“ ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას მწვანე შუქი აუნთო. გავრცელებული ინფორმაციით, „არისტოკრატები“ მზად არიან ბუნდესლიგის ახალი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. აბრამოვიჩს უახლოეს პერიოდში ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვს დაგეგმილი და მზად არის უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე 300 მილიონი ევრო ჩადოს. ეს იმის მიუხედავად, რომ სეზონის სტარტზე საკმაოდ მასშტაბური სატრასნფერო კამპანია…

Read more

ბორჯღალოსნები მარტისთვის ემზადებიან

საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომელთაც „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მარტის მატჩებში დაეყრდნობა. გაფართოებულ რაზმში ოთხი პოტენციური დებიუტანტია და მათგან ორი ბურჯია: გია ხარაიშვილი „რასინგ-92“-დან და ბოლნისის „ყოჩების“ პირველხაზელი ნიკა აბულაძე. ასევე ახალბედები არიან „ბრივის“ ფლაბკერი ირაკლი ცხადაძეს და „აიას“ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი, ვინც გაფართოებულ რაზმში თებერვლის დასაწყისშიც იყვნენ, თუმცა…

Read more

რა ჯანდაბად უნდა სოციალური ქსელები?

პოლ მერსონი „არსენალის”, „ასტონ ვილას”, სხვა კლუბების და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. ის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თბილისშიც არის ნამყოფი. და აი, ახლა უკვე 52 წლის ვეტერანმა „დეილი სტართან” ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ ემუქრებოდნენ სოციალურ ქსელებში, წერდნენ, რომ მის მეუღლესა და შვილებს გაუსწორდებოდნენ. მერსონი ამბობს, რომ ახლა ნანობს, თავის დროზე პოლიცია რომ ჩააყენა საქმის კურსში. „ერთი…

Read more

ჩელსის თბილ-თბილი ბუცები

რას არ გაიგებ! თურმე, „ჩელსის” ფეხბურთელები თამაშების წინ ბუცებს მიკროტალღურ ღუმელში ათბობენ. მიზანი: მოთამაშეებს ზამთარში ფეხებზე რომ არ შესცივდეთ და თავიდანვე სრულყოფილად ჩაერთონ შეხვედრაში. და, რაც მთავარია, თბილი ბუცი უფრო დრეკადია და მოთამაშეს ფეხზე გემრიელად ეკვრისო, ამბობენ დასავლეთლონდონელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ოთხეულისთვის იბრძვიან. „სანმა” გამოიკვლია, რომ მიკროტალღური ღუმელი „ჩელსის” „სტემფორდ ბრიჯის” გასახდელში უდევს და…

Read more

აროიანის არა სამშობლოს

სომხეთის მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ლევონ არონიანი ქვეყნის დატოვებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდში თამაშს აპირებს. მოჭადრაკემ საკუთარი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ამ სახეობის მიმართ უყურადღებობით ახსნა. „გასული წელი ყველასთვის მძიმე იყო: ეპიდემია, ჩვენს შემთხვევაში ომიც და აბსოლუტურად უყურადღებო სახელმწიფო სომეხი მოჭადრაკეების მიმართ. ჩემს წინ იდგა არჩევანი – დამემთავრებინა კარიერა, თუ წავიდე იქ, სადაც მაფასებენ….

Read more

ევროპალიგა დაწყვილდა

გუშინ დასრულებული ევროპალიგის მატჩების შემდეგ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. რანგით მეორე ევროპულ ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ დავით ხოჭოლავა შემორჩა, რომლის „შახტარი“ იტალიურ „რომას“ დაუპირისპირდება. ყველაზე საინტერესო დუელად კი ცხადია, „მილანი“ – „მანჩესტერი“ უნდა მივიჩნიოთ. მერვედფინალური წყვილები „აიაქსი“-„იანგ ბოიზი“; „დინამო“ კიევი -„ვილიარეალი“; „რომა“-„შახტარი“; „ოლიმპიაკოსი“ – „არსენალი“; „დინამო“ ზაგრები -„ტოტენჰემი“; „მანჩესტერი“…

Read more

უჯარიმო რეალი

ევროლიგის 26-ე ტურის მატჩში, სადაც მადრიდის „რეალმა“ 70:58 მოუგო კაუნასის „ჟალგირისს“, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ესპანელებს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი საჯარიმოც არ უსვრიათ. „ჟალგირისმა“ სულ 13 ჯარიმა მიიღო, მაგრამ ყველა ისეთი, რომ მეტოქე კალათბურთელი საჯარიმო ხაზზე არ დამგარიყო. „რეალმა“ 29-დან 14 ორქულიანი და 29-დან 15 სამქულიანი ჩააგდო. „კალათბურთელები აქეთ მეკითხებოდნენ მენახა თუ არა კარიერაში ისეთი…

Read more

ჟორდანიას ავსტრიული სარბიელი

დღე-დღეზე ავსტრიულ ფეხბურთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი, უწინ ნიდერნალდური „ვიტესის“ ხემლძღვანელი მერაბ ჟორდანია გამოჩნდება. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ჟორდანია  ვენის „აუსტრიას“ დირექტორატში იქნება. სხვათა შორის, ეს ამბავი თავად ჟორდანიამ ამას წინათ საქართველოშიც გაამხილა, თუმც ჩანს, საქმე უკვე დასარულს მიუახლოვდა. სავარაუდოდ, მერაბ ჟორდანია კლუბის ერთ-ერთი მმართველი იქნება. მეტს კი ავსტრიელები ამ დღეებში…

Read more

შენგელიას რუსული სასწაული

თბილისმა წინა კვირაში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს უმასპინძლა. სამწუხაროდ, მანამდე ქვეჯგუფის ლიდერმა საქართველოს ნაკრებმა ორივე შეხვედრა დათმო. ამ შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარა კაპიტანი თორნიკე შენგელია. მიზეზი საპატიო იყო – ტრავმა. გულში ხინჯი მაშინ გაჩნდა, როცა სანაკრებო მატჩებიდან სამიოდ დღეში ჩვენი კაპიტანი რუსულ ცსკა-სთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა და ევროლიგის მორიგ შეხვედრაში “ოლიმპიაკოსთან” სრულფასოვნად ითამაშა. 22…

Read more

ჰამანს გული სულ სხვას უგრძნობს

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი თამაშები. გამოიკვეთა ორი მკაფიო ფავორიტი, „მანჩესტერ სიტი” და „ბაიერნი”. კარგი შედეგი ჰქონდა კიდევ რამდენიმე გუნდს, მათ შორის „პარი სენ ჟერმენს”, რომელმაც „ბარსელონას” სტუმრად 4:1 მოუგო, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე გადაჭრით მაინც ვერავინ ბედავს თქმას, რომ პარიზელებს თავი ქუდში აქვთ. ცალი ფეხი მეოთხედფინალში აქვს „დორტმუნდს”, რომელმაც სევილიაში 3:2 გაიმარჯვა. პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა…

Read more

პიანიჩმა კუმანი დაღალა

მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში” „იუვენტუსიდან” გადავიდა — ის არტურ მელოში გაცვალეს. ამრიგად, კატალონიურმა კლუბმა უარი თქვა 23 წლის ბრაზილიელზე, რომელსაც ადრე „ახალ ჩავის” ეძახდნენ და მიიწვია 30 წლის ტექნიკური, გამოცდილი, კუთხურებისა და ჯარიმების ჩაწოდება-დარტყმაში გაწაფული ბოსნიელი. მას „კამპ ნოუზე” ახალი პროექტის ნაწილად მიიჩნევდნენ. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, კატალონიელი გულშემატკივრის სამწუხაროდ, პიანიჩმა „ბარსას” საერთოდ ვერაფერი შესძინა —…

Read more

ფარული დავა წიტაიშვილზე

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტში სამ მატჩს გამართავს. იცდახუთში შვედებთან სტუმრად, ოცდარვაში შინ ესპანეთთან და ოცდათერთმეტში ისევ სტუმრად საბერძნეთში. დიდია შანსი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ ციკლს განსხვავებული შემადგენლობით შეხვდეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები წამოიწყო „მამლუქებთან“ და თითქმის ბოლომდეა მიყვანილი საქმე უკრაინელი გიორგი წიტაიშვილისა და ფრანგი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის…

Read more

რეალი კაზემიროს გააპროტესტებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ბერგამოს “ატალანტა” 1:0 კი დაამარცხა, მაგრამ მსაჯობით უკმაყოფილოა და უეფაში აპელაციის შეტანას აპირებს. საქმე ისაა, რომ ამ შეხვედრაში მადრიდელთა ნახევარმცველმა კაზემირომ ყვითელი ბარათი მიიღო, განმეორებაზე კი გამოჩნდა, რომ კაზემიროს იტალიელთა ფორვარდ დუვან საპატას წინააღმდეგ თამაშის წესები არ დაურღვევია. სხვა დროს “რეალი” ალბათ ასეთ დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა ბარათს,…

Read more

გვარდიოლა მოურინიუს დაეწია

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „გლადბახი“ 2:0 დაამარცხა. ეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოხდა. თუმცა, ამბავი სხვა ფაქტითაც იყო საინტერესო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პეპ გვარდიოლამ 81-ე გამარჯვება იზეიმა და ამ მაჩვენებლით ჟოზე მოურინიოს დაეწია. ახლა მათ წინ მხოლოდ სამი მწვრთნელია. ყველაზე მეტი მოგება ალექს ფერგიუსონს აქვს – 102 და ეს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობისას…

Read more

ლივერპულს სიკვდილიღა აკლდა

სავარაუდოდ, უახლოეს შეხვედრებში ინგლისური “ლივერპული” მეკარე ალისონ ბეკერს ვერ დაიხმარს. ბრაზილიელის 57 წლის მამის ჟოზე ბეკერის ცხედარი გუშინ ტბაში იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ის ქალაქ რინკაუ-დუ-ინფერნოს მახლობლად ბანაობისას დამბიდან გადახტა და წყალში გაუჩინარდა. ტრაგედია დაახლოებით 17.00 საათზე მოხდა. მალევე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ოფიციალური ინფორმაციით, ჟოზე ბეკერის ცხედარს, რომელიც 23.59 საათზე აღმოაჩინეს, ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ბუნებრივია,…

Read more

რაღასთვის ცხოვრობს რეალი?

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა” „ატალანტას” სტუმრად 1:0 მოუგო. ამ ერთ ჩვეულებრივ შეხვედრას წესით მიმოხილვაც არაფრისმთქმელი უნდა ჰქონოდა, მაგრამ შევიხედეთ რა კატალონიური „სპორტის” საიტზე, საინტერესოდ გვეჩვენა, თუ როგორ აღწერენ „მოსისხლე მტრის” გამარჯვებას ბარსელონელი ჟურნალისტები. ვფიქრობთ, ეს მიმოხილვა ზუსტად ასახავს არა „ატალანტასა” და „რეალის” თამაშს, არამედ „ბარსასა” და „რეალის” ურთიერთდამოკიდებულებას: „ისინი ამას რაღაცნაირად ყოველთვის ახერხებენ….

Read more

ჩემპიონთა ლიგა — რაღა ბაქო და რაღა ნიუ იორკი!

უეფა დიდ რეორგანიზაციას აპირებს. ევროპული ფეხბურთის შეფებს უნდათ 2024 წლიდან, სულ ცოტა 9 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგა 36 გუნდიანი გახადონ, ფინალი კი ნიუ იორკში ჩაატარონ. ნიუ იორკი სპონსორებისთვისაც მომხიბლავი ქალაქია. უეფას აზრით ლიგის ფინალის მსოფლიო მეგაპოლისში გამართვის იდეა მათ ძალიან მოეწონებათ. სხვათა შორის, 2016 წელს, როდესაც ალექსანდრ ჩეფერინს უეფას პრეზიდენტად ირჩევდნენ, მან თქვა: „ვფიქრობ, ჩემპიონთა…

Read more

ბასილაშვილი ყველასთან აგებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 323.970 ევროა, პირველ წრეში გრეგუარ ბარერეს შეხვდა და 4:6, 4:6 დამარცხდა. მოკლედ, საქართველოს პირველი ჩოგანი აგერ უკვე ერთი წელია ყველასთან ყველაფერს აგებს. არადა, ბარერე გადაულახავი ზღუდე ნამდვილად არ ჩანდა – ფრანგი 113-ე ჩოგანია და ტურნირზეც კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. პირველი სეტში თითქოს ბრძოლა იყო. ბასილაშვილმა…

Read more

რაგბის თავი ვერ დაადგეს

დღეს დილიდან ავჭალაში ხმაური იყო – სარაგბო სტადიონ „ავჭალას“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები იყო ჩანიშნული. მშვიდობა ვერადავერ დამყარდა. მთელი წინაისტორიის გახსენებას არ დავიწყებთ. მხოლოდ ბოლოდროინდელ ამბებს შეგახსენებთ. საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა არ დაარეგისტრირა და „ძველმა“ გამგეობამ ახალი არჩევნები დანიშნა. 23 თებერვალს პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა და განაცხადი ერთადერთმა…

Read more

ჯამალის დღე!

ეს იყო ინგლისელი ჯამალ მუსიალას დღე. 17 წლისა და 363 დღის ნახევარმცველმა „ბაიერნისა” და „ლაციოს” შეხვედრაში გოლი გაიტანა (ვიდეო) და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბავარიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავი გამოიჩინა — მანამდე ეს რეკორდი 18 წლის და 60 დღის სამუელ კუფურს ეკუთვნოდა. მუსიალას ასისტენტობა ლეონ გორეცკამ გაუწია. ინგლისელმა დაახლოებით 16 მეტრიდან დაარტყა და შეხვედრის მეორე გოლი…

Read more

მატჩი ერთი ლამაზი ეპიზოდით

ყველაზე მოკლედ „ატლეტიკოსა” და „ჩელსის” პირველი მერვედფინალური შეხვედრა კატალონიურმა „სპორტმა” აღწერა, ეს იყო მოსაწყენი მატჩი, რომლის ბედიც ოლივიე ჟირუს საუცხოო მაკრატელა დარტყმამ გადაწყვიტაო. ლონდონის გუნდში მოთამაშე ფრანგმა ეს მართლაც ლამაზი გოლი 68-ე წუთზე შეაგდო, ოღონდ შემდეგ სამი წუთის განმავლობაში იდგა და ელოდა რას გადაწყვეტდა VAR-ი. საბოლოოდ, ვიდეორეფერიმ დაასკვნა, რომ ჟირუს ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის მარცხენა მცველისგან…

Read more

გაზოლი ფესვებს დაუბრუნდა

ესპანეთის თასის მფლობელი და როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის, ევროლიგის ფავორიტი „ბარსელონა“, კიდევ უფრო გაძლიერდა. „ბარსას“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ გუნდმა კონტრაქტი გააფორმა ვეტერან ესპანელ კალათბურთელ პაუ გაზოლთან. პაუ „ბარსაში“ 16 ნომრით ითამაშებს. 40 წლის გაზოლი NBA-ს ორგზის ჩემპიონი, სამგზის ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. გაზოლმა პროფესიული კარიერა სწორედ „ბარსელონაში“ დაიწყო,…

Read more

განსაკუთრებულს წასასვლელად ამზადებენ

„ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიუს მუშაობას წყალი შეუდგა. ლონდონურმა კლუბმა ბოლო ექვს მატჩიდან ხუთი წააგო. ზედაც ასოციაციის თასი მიაყოლა, როდესაც „ევერტონთან“ დამატებით დროში დამარცხდა. ამდენს კი, განსაკუთრებულსაც არ პატიობენ და მის წასვლაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ. მეტიც, გაჟონა ინფორმაციამ, თუ ვინ იქნება მოურინიოს შემცვლელი „ტოტენჰემში“. The Telegraph-ის ინფორმაციით, „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი უილიან ნაგელსმანი ქვეყანასაც შეიცვლის, კლუბსაც და „დეზებს“…

Read more

ფულის ფლანგვა ბაიერნში

„ბაიერნმა”, ბუნდესლიგაში, სულ რაღაც ერთ კვირაში ხუთი ქულა დაკარგა —  3:3 „არმინიასთან” და 1:2 „აინტრახტთან”. „დღეს „ბაიერნს” 90 წუთის განმავლობაში ინტენსიური ფეხბურთის თამაში აღარ შეუძლია,” — თქვა რადიო Bayrischer Rundfunk-თან ინტერვიუში გერმანიის ნაკრების ვეტერანმა, ტელეექსპერტმა, 47 წლის დიტმარ ჰამანმა. მისი აზრით, „რეკორდმაისტერის” ბოლოწამის შენაძენებმა 24 წლის მარკ როკამ, 29 წლის ბუნა სარმა, 30 წლის დუგლას…

Read more

რას ნიშნავს იყო მილიარდერი

„ჩელსის” მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ახალი იახტა, „სოლარისი”, 430 მილიონი გირვანქა ჯდება და ის უცხო თვალს პირველად დაანახეს. იახტა 460 ფუტს იწონის და რვა გემბანი აქვს. ერთ-ერთ მათგანზე ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანიც კეთდება. პატრონმა ორი ელექტროძრავის ფული არ დაინანა, რისი წყალობითაც „სოლარისი”  მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იახტა იქნება. ის თითქმის მზად არის. 54 წლის აბრამოვიჩი მას ზღვაში ზაფხულში…

Read more

ინგლისელების სავარდო და სამაისო

ამ სეზონში, ინგლისში სტადიონზე მაყურებელს დააბრუნებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინიტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ 17 მაისს ჩარაზული ჭიშკრები გაიხსნება. ეს ნიშნავს, რომ 23 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, თითოეულ თამაშს საშუალოდ 10 ათასი ადამიანი დაესწრება — სარბიელთა ტევადობის 25 პროცენტი. და ეს საუცხოო ცნობაა ინგლისის ფეხბურთის ლიგის ანუ ქვედა ეშელონის კლუბებისთვისაც, რადგან ამ პერიოდში მათ ფლეი-ოფები…

Read more

მბაპე+ჰოლანდი=852 მილიონი

სწორედ ამდენი დაუჯდება მადრიდის „რეალს“ ორი ფეხბურთელი, რომლებსაც ზაფხულის სატრანაფერო ბაზრის პრიორიტეტად თვლის. კილიან მბაპეს გადაბირების შემთხვევაში მისი ხელფასი წლიურად 72 მილიონი იქნება, ერლინგ ჰოლანდი კი 20 მილიონსაც იკმარებს. ჯამში 92 მილიონი გამოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ფლორენტინო პერესი 6-წლიან ხელშეკრულებებს ამზადებს, მხოლოდ ამ დუეტისთვის კონტრაქტის განმავლობაში 552 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. სახელფასო ხარჯებს სატრანსფეროც უნდა…

Read more

პრეზიდენტმა ჯოკოვიჩს ავსტრალია მიულოცა

სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ვუჩარიჩმა ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება მიულოცა. „ძალიან გულითადი მილოცვა ჩემგან. მეცხრედ ავსტრალიის ღია პირველობის მოგება დიდი საქმეა. მორიგი შედევრალური და დიდებული გამარჯვება. ეს სერბი ხალხის კიდევ ერთი დიდი სიხარულია და არამარტო ჩოგბურთის მოყვარულების. მადლობა ნოლე! დიდება სერბეთს!, – დაწერა ვუჩიჩიმა საკუთარ ტვიტერზე. შეგახსენებთ, ნოლემ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი დანილ…

Read more

კაცი — უპირატესობა!

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ახლა კი ტელეექსპერტმა პოლ სქოულზმა 26 წლის ბრუნო ფერნანდეში აქო და ადიდა. გუშინ „იუნაიტედმა” „ნიუკასლს” მოუგო 3:1. უნდა ითქვას, რომ იმასთან შედარებით, რასაც ფანები მიაჩვია, ფერნანდეშმა „კაჭკაჭებთან” წყნარად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა და საგოლე პასის გადაცემა მაინც მოახერხა. შედეგად, მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის გოლებიცა და საგოლე პასებიც უკვე ორნიშნა რიცხვით ითვლება (15 და…

Read more

შაირ სიტყვითა ლუკაკუმ ღმერთი მაღალი ახსენა?

ესეც „დერბი დელა მადონინა” ანუ მილანის გუნდების ტრადიციულად პრინციპული დაპირისპირება, რომელსაც ამჯერად პირველობისთვის ბრძოლის სიმწვავეც ჰქონდა შეზავებული. „ინტერმა” „მილანს” 3:0 მოუგო. ბოლო გოლი, თითქოს დავას წერტილი დაუსვაო, თამამი ინდივიდუალური შეტევითა და მძლავრი, ზუსტი, დაბალი დარტყმით, 27 წლის ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. გოლი ლუკაკუმ ორიგინალურად აღნიშნა. საკუთარ თავზე მიუთითა და იტალიურად იყვირა: Io! Te l’ho…

Read more

დინამო მერვედ

საქართველოს 2021 წლის საფეხბურთო სეზონი 21 თებერვალს, სლავა მეტრეველის სახელობის ქვეყნის სუპერთასის მატჩით გაიხსნა. მიხეილ მესხის სტადიონზე შარშანდელი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ თასის მფლობელ „გაგრას“ შეხვდა, პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა და ისტორიაში მერვედ დაეუფლა პრესტიჟულ ჯილდოს. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და თერთმეტმეტრიანები დამატებითი დროის გარეშე დაინიშნა. სერიის გმირი დინამოელთა მეკარე როინ კვასხვაძე გახდა, რომელმაც ერთი პენალტი…

Read more

ერთი მეოთხედი მოსაგებად არ კმარა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა ფინეთის ეროვნულ გუნდთან, შემდეგ ბევრი იბრძოლა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალები ვერ გადანააწილა და 70:78 დამარცხდა. ცუდი იყო დაცვა პირველ მეოთხედში და 30 ქულა მივიღეთ, საპირწონედ კი მხოლოდ 17 ჩავაგდეთ. მეორე მეოთხედში შეტევაში ვერ ვივარგეთ და 13 ქულა მოვინაგრეთ, ამასთან მეტოქე კიდევ უფრო წინ გავუშვით და ტაიმი 19…

Read more

ავსტრალია ჯოკოვიჩის სამფლობელოა

ავსტრალიაში სენსაცია არ შედგა. ისე, განა რა სენსაცია იქნებოდა, თუ უკვე ხვალიდან მსოფლიოს მე-3 ჩოგანი რუსი მოქმედ პირველ სერბს მოუგებდა? დანილ მედვედევის მხარეს 20-მატჩიანი წაუგებელი სერია იყო, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი 13-წლიანი ტრადიცია უმაგრებდა ზურგს. სწორედ ამდენი გავიდა “ნოლეს” პირველი ავსტრალიური ტრიუმფიდან. მას შემდეგ, თუკი ნახევარფინალში გადიოდა, ჯოკოვიჩი აუცილებლად იგებდა ავსტრალიურ სლემტიტულს. ეს უკვე მე-9 ფინალი…

Read more

გვარდიოლამ წმენდა დააანონსა

ხოსეპ გვარდიოლამ ღიად განაცხადა, რომ ზაფხულში “სიტის” რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. “მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენი ფეხბურთელი გუნდში წლობით დარჩენას იმსახურებს. თუმცა, წლიდან წლამდე სიტუაცია იცვლება. ზოგი მათგანი ახერხებს ახალ მოცემულობასთან ადაპტაციას, ზოგი კი ვერა. საქმე მათ ოსტატობაში კი არა, იმის ვერაღქმაშია, რომ ხანდახან შეიძლება სათადარიგოთა სკამზე დარჩენ. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელისთვისვე უმჯობესია, რომ გუნდიდან წავიდეს” – განაცხადა…

Read more

გოლების მანქანა

„შალკესთან” შეხვედრაში 20 წლის ერლინგ ჰოლანდმა კვლავ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მატჩში, რომელიც „დორტმუნდმა” სტუმრად 4:0 მოიგო, ნორვეგიელმა ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელთაგან პირველის მსგავსი გულშემატკივარს ძალიან უყვარს. შესანიშნავად ითამაშა ინგლისელმა ჯეიდონ სანჩომაც, რომელმაც ერთი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. საინტერესოა, რომ სანჩოც 20 წლისაა, მაგრამ როდესაც მე-80 წუთზე „დორტმუნდმა” კაპიტანი მარკო…

Read more

ოცდაორწლიანი ლურჯი რისხვა

ოც წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც ქალაქ ლივერპულის „ლურჯმა ნახევარმა” ასე გაიხარა. ბოლოს ამგვარი რაღაც 1999 წელს მოხდა. ახლა პანდემიაა და რასაკვირველია ეს „ლურჯი სიხარული” ქუჩებსა და პაბებში ვერავინ გამოხატა, მაგრამ ინგლისელი ჟურნალისტები გვარწმუნებენ, რომ ნებისმიერ „ლურჯ ბინაში”, ყველა ჩამოფარებული ფარდის მიღმა ბოთლი გაიხსნა და ჭიქები აჭახუნდა. და ცინიკოსი ინგლისელი ჟურნალისტები ერთხელაც გვიმეორებენ, რომ…

Read more

ხვავი და ბარაქა ისრაელიდან!

თელ ავივში დასრულებული დიდი სლემის დასკვნითი დღე ხვავრიელი გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ბოლო დღეს ჩვენებმა ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით მოუგო ისრაელის წარმომადგენელ ბენ ტენებუამს, გერმანელ ტიმ შმიდტს, იტალიელ ნიკოლას მუნგაისა და სლოვაკ მილან რანდლის. შედეგად ბექაური ფინალში გავიდა და გაესპანელებულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეტაკა, სადაც ოქრო…

Read more

საქართველომ ნიდერლანდები ვერ გაიარა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციის ჯგუფურ ეტაპზე დიდი მოლოდინი გაგვიჩინა. თუმცა, ეს მოლოდინი მეხუთე ადგილისთვის თამაშების პირველივე დღეს ნიდერლანდებთან წყალში ჩაიყარა. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი გუნდი გატეხილი იყო იმ ფაქტით, რომ ტოკიოში თამაშის უფლება ვერ მიიღეს – ამას არავინ ითხოვდა, მაგრამ მასპინძლებთან უკეთეს თამაშს ნამდვილად ველოდით. ნიდერლანდელებმა პირველი პერიოდში იმხელა უპირატესობა მიიღეს, რომ…

Read more

ოსაკას იაპონური ტრადიცია

ასე ყველაფერი კარგი აგიხდეთ. წინა კვირაში ვწერდით: 23 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა ის გოგონაა, რომელიც თუ მეოთხედფინალამდე მივიდა, სლემტიტულს უსათუოდ იგებს. აგერ უკვე მეოთხე წელია, ის ტრადიციას არ არღვევს და ორჯერ US OPEN, ორჯერაც კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ამერიკელ ჯენიფერ ბრედისთან იაპონელს დიდი პრობლემები არ შექმნია – 6:4, 6:3. სლემტიტულების ოდენობით ის კიმ კლეისტერსს…

Read more

კასანო: მას ფეხბურთი კი არა, თავისი გოლები უყვარს

იტალიური ფეხბურთის ვეტერანმა, 38 წლის ანტონიო კასანომ „იუვენტუსის” ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს შეუტია და ეგოისტი უწოდა. ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელმაც კარიერა 2018 წელს დაამთავრა — ბოლოს „ვერონაში” იყო — Twitch-ზე ინტერვიუ მისცა ასევე ყოფილ ფორვარდ კრისტიან ვიერის. „ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია, — თქვა კასანომ შესავალში, შემდეგ კი გუდას პირი მოხსნა — მას შეუძლია მილიარდი გოლი…

Read more

ანტი-ლემპარდი? რა სისულელეა

„შპორტ ბილდმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში” თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე” არიან გერმანელები კაი ჰავერცი და ტიმო ვერნერი. თურმე, არ არის გამორიცხული „ლურჯებმა” მომავალშიც შეიძინონ მოთამაშეები ამ ქვეყნიდან. რუდიგერის მოსაზრებებს გერმანულ და არა მარტო გერმანულ თემებზე ქვემოთ გთავაზობთ. — როდესაც „ჩელსის” ახლანდელი მწვრთნელი თომას…

Read more

ოლიმპიადა წყალმა წაიღო

წყალბურთელთა ნაკრებისთვის ოლიმპიადა მეოთხედფინალში დასრულდა. დეაინ სტანოევიჩის გუნდი ხორვატიასთან განადგურდა – 5:16. ჩვენებმა მატჩის პირველი პერიოდი 2:3 წააგეს, მაგრამ ბრძოლა აღარ შედგა. თამაშის ბედი ხორვატებმა მეორე მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 6:1 მოიგეს. მეტოქემ ძალიან მაღალი კლასის გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და ძალიან გასაკვირია ჯგუფურ ეტაპზე მათი მარცხი რუსეთთან. ასეთი მაღალი კლასის გუნდის მიერ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა ტექნიკის…

Read more

ცუდი კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და თბილისური „ბაბლის“ პირველ დღეს სერბეთთან 66:92 განადგურდა. მართალია, საქართველოს ნაკრები არ იყო უძლიერესი შემადგენლობით, მაგრამ სერბებსაც ბევრი ვარსკვლავი აკლდათ, ამიტომაც ასეთი ანგარიშით მოგებას თავადაც ვერ წარმოიდგენდნენ. არადა, თამაში რომ დაიწყო, დიდი ხანი თითქმის თანაბარი ბრძოლა მიდოდა, მაგრამ გუნდებს ქულების მოხვეჭა უჭირდათ. მეორე პერიოდის მესამე წუთის ბოლოს…

Read more

მხოლოდ ბრინჯაო

ისრაელის დედაქალაქ თელ ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემის მეორე დღეს, ქართველებს მხოლოდ ერთი ბრინჯაო შეხვდათ. არადა, გაცილებით მეტი შეიძლებოდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, შემდეგ ჯერ გერმანელი ლუკას ვენეკოლდი, შემდეგ იტალის ფაბიო ბაზილე, ხოლო ნახევარფინალში გასასვლელი ბელარუს ვაძიმ შოკა დაამარცხა. ჩვენებური ნახევარფინალში რუმინელ ალექსანდრ კიარუსთან დამარცხა, მაგრამ ბრინჯაოსთვის დაჭიდება შვედი ტომი…

Read more