Sky Sports-ის ინფორმაციით, „ევერტონის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფრენკ ლემპარდი მთავარ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს, რაც ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება. ლემპარდი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი გასული წლის ინვარში გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2022-2023 წლების სეზონში 20 მატჩში მხოლოდ 15 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა.
ჭდე: ევერტონი
სფურზი ძლიერდება
„ტოტენჰემ” ჰოთსპური” სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა: 24 საათში „ევერტონისგან” რიშარლისონს იყიდის, „ბარსელონა” კი კლემან ლენგლეს იჯარით დათმობაზე დაიყაბულა. „ევერტონი” ბრაზილიელის სანაცვლოდ 50 მილიონ გირვანქას ითხოვს. „დეზები” ამ თანხის გადახდაზე თანახმანი არიან, მაგრამ ფულის ჩარიცხვის სტრუქტურაზე უთანხმდებიან გამყიდველს. რიშარლისონის ყოფილ კლუბ „უოტფორდს” 40 მილიონს ზემოთ ნებისმიერი თანხიდან 10 პროცენტი ეკუთვნის. 2018 წელს, ლივერპულელებმა ფორვარდი მისგან სწორედ 40...
ინგლისში გაგიჟდნენ: ვიეირამ ფანს დაარტყა
„კრისტალ პალასის” მწვრთნელმა, წარსულში ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრიკ ვიეირამ მოედანზე ჩამხტარ, „ევერტონის” აბეზარ გულშემატკივარს უთავაზა. ეს მოხდა იმ შეხვედრის დამთავრების შემდეგ, რომლის 85-ე წუთზე ლივერპულელთა თავდამსხმელმა დომენიკ კელვერტ-ლევინმა გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. მანამდე ანგარიში იყო 2:2. კელვერტ-ლევინის გოლის წყალობით „ევერტონმა” პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ფანები სიგიჟემდე გაახარა. ისინი ათასობით ჩახტნენ მოედანზე. სწორედ მაშინ...
ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
ფრენკ ლემპარდმა მსაჯებს წაჰკბინა. ეს „ლივერპული“ – „ევერტონის“ მატჩის შემდეგ. დერბი ფავორიტებმა მოიგეს – 2:0, ლემპარდმა კი საეჭვო ეპიზოდები ახსენა: „ვფიქრობ, „ლივერპულის“ კარში ორჯერ უნდა დაენიშნათ პენალტი, მაგრამ „ენფილდზე“ მსაჯები ამას არცთუ ხშირად აკეთებენ. ფაქტი ისაა, რომ გორდონზე კონტაქტი იყო. „ლივერპულის“ ფანებმა გორდონს უსტვინეს, რაც სიგიჟეა. ეტყობა, მსაჯიც გავლენის ქვეშ მოექცა. …ჩემი აზრით, მოჰამედ სალაჰზე...
ყველას ხომ ვერ დაგიჭერენ?!
„ევერტონის“ უკრაინელმა მარცხენა მცველმა ვიტალი მიკოლენკომ თქვა, სულაც არ ვნანობ, რუს ფეხბურთელებს მშიშრები რომ ვუწოდეო. მან ისიც აღნიშნა, რომ რუსების ფორვარდ არტიომ ძიუბასთან ეცადა დალაპარაკებას, მაგრამ შედეგი – ვერაფერი… „რაც მინდა იმას ვამბობ. რუსები კი ეტყობა ასე არ არიან. ძიუბას მივწერე, ის ხომ ნაკრების კაპიტანია. მივწერე, რომ საუბარი მსურდა, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა და არ...
სარა კელი: ვინ მიგდია რონალდუ?
ამბავი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს 9 აპრილს „გუდისონ პარკზე” გადახდა, ფილმის სიუჟეტს დაემსგავსა. გეხსომებათ, „ევერტონთან” 0:1 დამარცხების შემდეგ მოედნიდან გასახდელისკენ მიმავალმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავმა დაგდებულ ნივთს სიბრაზისგან ფეხი დაჰკრა და დაამსხვრია. ნივთი „ირისების” გულშემატკივრის მობილური აღმოჩნდა. რონალდუმ ინტერნეტში ბოდიში მოიხადა და დაზარალებული გულშემატკივარი „ოლდ ტრეფორდზე” „იუნაიტედის” თამაშზე დაპატიჟა. ამით ისტორია თითქოს დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიაში...
როდემდე სხვის იმედზე?
17 მატჩში მხოლოდ 8 მოგება. რალფ რანგნიკის ხელში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თამაშების მხოლოდ 47 პროცენტი მოიგო, რაც ამ საუკუნეში „წითელი ეშმაკების“ მწვრთნელებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მანკუნიანელებმა „ევრტონთან“ 0:1 წაგების მერე უფრო გაირთულეს პრემიერლიგის ოთხეულში გასვლის შანსი. რანგნიკმა კი სულაც გაბრაზებულმა თქვა: „ვიდრე ჩვენს თამაშებს არ მოვიგებთ, მშვიდად ვერ ვიქნები. სულ სხვის იმედზე ყოფნა კარგს არაფერს მოიტანს....
რონალდუმ ტელეფონი გატეხა
კრიშტიანუ რონალდუმ „გუდისონ პარკზე“ ჩადენილი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა. რა დააშავა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა? მატჩის მერე გვირაბში რომ შედიოდა, დაგდებულ საგანს ფეხი დაარტყა და გატეხა. საგანი „ევერტონის“ გულშემატკივრის ხელიდან გავარდნილი მობილური ტელეფონი გამოდგა. ამ ამბავმა ინგლისის სოციალური ქსელებში რეზონანსი გამოიწვია. ამის გაგონებაზე ალბათ მკითხველთა ნაწილი გაიფიქრებს რომ მაშინ, როდესაც ევროპაში ომი მძვინვარებს გაზულუქებული უსაქმურები სისულელეებით...
ყველაზე ჩაფლავებული
„ევერტონის“ ნახევარმცველი დელე ალი „გუდისონ პარკზე“ „ტოტენჰემიდან“ ახლახან, იანვარში გადავიდა, მაგრამ… უკვე მოახერხა წლის ყველაზე ცუდ შენაძენად დაესახელებინათ. შეგახსენებთ: მან კლუბი ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს გამოიცვალა. „ირისებს“ დელე ალი 40 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. სპეციალისტები მაშინვე ამბობდნენ, მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი რისკზე მიდისო, მაგრამ ლემპარდი რისკს არ მოერიდა და… როგორც ჩანს შეცდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ...
რატომ მიიბა ლუისმა თავი?
ლივერპულში, „გუდისონ პარკზე“, ასეთი ამბავი მოხდა: „ევერტონისა“ და „ნიუკასლის“ პრემიერლიგური შეხვედრის მეორე ტაიმის წინ მოედანზე შევარდა 21 წლის ახალგაზრდა მაისურით, რომელზეც ეწერა Just Stop Oil და კარის ძელზე თავი მიიბა. მან ლაგამი სახიფათოდ, პირდაპირ ყელზე გამოინასკვა. ახალგაზრდასთან მის მოედნიდან გასაყვანად მიცვივდნენ სტიუარდები, პოლიციელები და უსაფრთხოების ოფიცრები, მაგრამ გაირკვა, რომ ადგილიდან მის უხიფათოდ გარიდებას დრო სჭირდებოდა....









