Goal.com-მა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სია განაახლა. პირველზე ისევ ქარიმ ბენზემაა, აი, მეორე-მესამეზე კი გადანაცვლება მოხდა: ახლა მოჰამედ სალაჰია წინ და მესამეზე რობერტ ლევანდოვსკი დაქვეითდა. საინტერესოა, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოცეულშიც არ ჰყავთ. და ამ სიიდან ლუკა მოდრიჩის გარდა სხვას არავის არ მოუგია „ოქროს ბურთი“. ვინ დაანება? მუდმივად მესი-რონალდუ… ახლა კი ფავორიტთა...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აი, რა თქვა „ვილიარეალის“ ნახევარმცველმა ეტიენ კაპუმ: „ემერი არის მწვრთნელი, რომელსაც სულ ტაქტიკური სიახლეები აქვს. სიტუაციას სხვადასახვანაირად უყურებს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეტოქეს ასწრებს. ვფიქრობ, ემერი გენიოსია, მას ფეხბუღთელებისგან საუკეთესო თვისებების გამოყენების დიდი ნიჭი აქვს. პირადად მე 33 წლისამ ვისწავლე ფეხბურთი. მწვრთნელის პიროვნება ბევრს ნიშნავს და მის ვალში ვარ“. მისტერ-ევროპა ლიგა ემერი ახლა ჩემპიონთა ლიგას...
ის ურჩევნია ალვესსა …
დანი ალვესმა ლეო მესის მიმართა მას მერე, რაც არგენტინელი პსჟ-ში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ალვესი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია: 43 ტიტული აქვს, ხოლო მესის – 39… ბრაზილიელმაც სწორედ ამაზე გააკეთა კომენტარი: „უდიდესი ჩემპიონი სპორტის N1 სახეობაში. ის ბრაზილიელების მეზობელია. უდიდესი, რომელმაც თავად დაწერა საკუთარი ისტორია. ეს ცხოვრებისეული ამბავია, რომ სჯობს უკეთესმა გაჯობოს. … ეს პოსტი იმისთვისაა,...
ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
ფრენკ ლემპარდმა მსაჯებს წაჰკბინა. ეს „ლივერპული“ – „ევერტონის“ მატჩის შემდეგ. დერბი ფავორიტებმა მოიგეს – 2:0, ლემპარდმა კი საეჭვო ეპიზოდები ახსენა: „ვფიქრობ, „ლივერპულის“ კარში ორჯერ უნდა დაენიშნათ პენალტი, მაგრამ „ენფილდზე“ მსაჯები ამას არცთუ ხშირად აკეთებენ. ფაქტი ისაა, რომ გორდონზე კონტაქტი იყო. „ლივერპულის“ ფანებმა გორდონს უსტვინეს, რაც სიგიჟეა. ეტყობა, მსაჯიც გავლენის ქვეშ მოექცა. …ჩემი აზრით, მოჰამედ სალაჰზე...
ტუხელი: ჩელსი ზარმაცების გუნდია
„ჩელსის“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ზარმაცების გუნდი ჰყავს. ტუხელის „ჩელსი“ ამ სეზონში ისეთი ვეღარ არის, როგორიც შარშან. მართალია, „რეალთან“ გასვლაზე და სხვა ბევრ მატჩშიც აჩვენა ძალა, მაგრამ სტაბილურობა აკლია. აი, რა ახსნა მოძებნა ტუხელმა: „რა თქმა უნდა, დაღლილობა ადამიანური თვისებაა, მაგრამ „ჩელსი“ ნამდვილად ზარმაცების კლუბია. მუდამ მჭირდება ბიძგის მიცემა, ტონუსში ჩაყენება. …მახსოვს „მაინცში“ მუშაობა,...
ტაისონი გაამწარეს, ტაისონმა გაამწარა
ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა თვითმფრინავში მამაკაცი სცემა. ეს სან ფრანცისკო-მაიამის რეისის დროს მოხდა. მთვრალმა მამაკაცმა „რკინის მაიკს“ წყალი შეასხა და პროვოცირებდა… აი, რას ამბობს ტაისონის ერთ-ერთი წარმომადგენელი: „სამწუხაროდ, ტაისონს თვითმფრინავში მოუხდა კონფლიქტი აგრესიულ მგზავრთან. ის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა და წყალიც შეასხა მაიკს, რომელიც წყნარად იჯდა სავარძელში“. ტაისონს, სავარაუდოდ, ფულად ჯარიმას გამოუწერენ. ისე, ცემის რა გითხრათ… ცოტა...
ჩემი ოქრო ჩემთან
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში ფრენკი დე იონგის შეძენას ეცდება. ეს მანკუნიანელთა ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ინიციატივაა და გასაკვირი არც არაფერია: ტენ ჰაგს ბრწყინვალე „აიაქსში“ ჰყავდა და დე იონგი იქ პირველ ვიოლინოდ ითვლებოდა. დე იონგი როცა ახალი მისული იყო „ბარსაში“, მაშინ უჭირდა, ახლა კი მშვენიერ ფორმაშია და მისი დათმობა კატალონიელთა გეგმებში ნამდვილად არ იქნება. ეგაა, ფინანსური...
ბარსელონა უბურთოდ
„სოსიედადი“ – „ბარსელონა“ 0:1. კატალონიელებმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით მოიგეს. 2006 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ესპანურ ლა ლიგაში „ბარსელონას“ ბურთის ფლობა 50 პროცენტზე ნაკლები ჰქონდა – 44,3 %. 16 წლის წინ „ბეტისთან“ ჰქონდათ 44 %. აბა, 2008 წელს პეპ გვარდიოლა მივიდა და „ბარსა“ ბურთს უმალავდა მეტოქეებს. ალბათ, არაესპანურ გუნდებთანაც იშვიათად იქნება შემთხვევა, როცა ბარსელონელებს მეტოქეზე...
ამტვრევ, არა?
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე ვიდეოკამერას დაუმიზნა ბურთი და დაამტვრია. იბრა ცალკე ვარჯიშობს და „მილანს“ ჯერ ვერ ეხმარება ტრავმის გამო. ვარჯიშის მერე შვედმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა და მიაწერა: „მე ვწყვეტ, როდის გავჩერდე. ასევე მე ვწყვეტ, რომ ყვითელი ბურთი მოგხვდება“. იბრაჰიმოვიჩი 40 წლისაა. უკვე იწერება, რომ ზაფხულში შესაძლოა კარიერა დაასრულოს და „მილანის“ სამწვრთნელო შტაბში დაიწყოს მუშაობა.
მაკრონი – მარსელი – მბაპე
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში დარჩეს. ცნობილია, რომ მაკრონი მბაპეს დიდი გულშემატკივარია და ისედაც სურს, რომ ლიგა 1 უფრო და უფრო პრესტიჟული გახდეს, ასეთი ვარსკვლავები რომ უცხოეთში არ წავიდნენ. ამასთან, მაკრონი კლუბებში „მარსელის“ ქომაგი ყოფილა. „სამწუხაროდ, მბაპეს „მარსელში“ გადასვლა არც განიხილება. ამის შანსი რომ არსებობდეს, გავიბრძოლებდი, მაგრამ მბაპეს ადრე ვუთხარი და...









