ალმა ათაში თამაშის იშტაზე მოსული ნიკოლოზ ბასილაშვილი ტემპს არ აგდებს და ვენის ტურნირიც გამარჯვებით დაიწყო.
ჩვენიანის პირველი მეტოქე მასპინძელთა სახელით მოასპარეზე იური როდიონოვი იყო, რომელიც ტურნირზე უაილდ ქარდით მოხვდა. ბასილაშვილს მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა, მაგრამ, მთლიანობაში მარტივად მოიგო – 7:6; 6:1.
პირველ სეტში ნიკამ მეტოქე მეხუთე გეიმში დააბრეიკა, მაგრამ, როდესაც მატჩზე აწვდიდა, შეცდომა დაუშვა და საქმე ტაიბრეკამდე მივიდა. იქ კი – 7:3;
მეორე სეტზე ბევრი საუბარიც არ ღირს – ორი ბრეიკით ნიკა 5:0 დაწინაურდა, რის შემდეგ მოგება პრობლემა აღარ იყო.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე კარლოს ალკარასი იქნება…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
