ბათუმი აღარ  ხუმრობს

ბათუმი აღარ  ხუმრობს

„ბათუმი“ ნამდვილად აღარ ხუმრობს, ეროვნული ლიგის 30-ე ტურში 3:0 მოუგო „სამგურალს“ და 56 ქულით კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს. საინტერესოა, რომ ზღვისპირელებმა ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

თამაშის წინ ბათუმელებმა ხვიჩა კვარაცხელიას 20-ნომრიანი მაისურა გამოფინეს. ხვიჩა ხომ თავის დროზე „ბათუმში“ სწორედ ამ ნომრით თამაშობდა. ამ ჟესტით ბათუმელებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კვარაცხელიას, რომელმაც „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ალბათ ვეღარ ითამაშებს.

და კიდევ ხვიჩაზე, ორშაბათს ლონდონში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. პრიზი მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, ჰარი კეინმა მოიპოვა, კვრაცხელიამ კი მე-6 ადგილი დაიკავა, რითაც ერთგვარი რეკორდი დაამყარა. „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში ქართველი ფეხბურთელებიდან დღემდე ყველაზე მაღალი – მეშვიდე ადგილი რამაზ შენგელიას ეკავა, ახლა ხვიჩამ ერთი ადგილით აჯობა.

„დინამომ“ „რუსთავს“ ეგრედ წოდებული 6-ქულიანი მატჩი მოუგო 2:0. შესანიშნავად ითამაშა თბილისლთა კაპიტანმა ნიკა ნინუამ. მან დუბლი მიითვალა და საერთოდ, ბოლო ხუთ მატჩში ოთხჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ტურის გვიან შეხვედრაში გაიმარჯვა მოქმედმმა ჩემპიონმა „იბერიამაც.“ იბერიელები პირველი  ტაიმის შემდეგ 3:0 უგებდნენ „ტორპედოს,“ თუმცა ქუთაისელებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშეს და ორი საპასუხო გოლი გიტანეს. ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება ქულაც წაეღოთ შინ. საბოლოოდ3:2 და „იბერია“ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერს.

„რუსთავი“ მეორედან მეოთხე ადგილამდე  დაქვეითდა, 54-ქულიანი „დიმამო“ კი მესამე ადგილზეა.

და ბოლოს, ტურის ყველა შეხედრა საქართველოს ნაკრების აწგარდაცვლილი  ყოფილი კაპიტნის გიორგი ნემსაძის ხსოვნის  საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყო.

იბერია 3:2 ტორპედო

1:0 ნაჭყებია (17), 2:0 ძაგანია (27), 3:0 ბერიძე (40), 3:1 მამუჩაშვილი (49), 3:2 პირესი (68)

ბათუმი 3:0 სამგურალი

1:0 ვიტორი (23), 2:0 მაურიდესი (650, 3:0 შენგელია (74)

მეშახტე 2:1 დილა

0:1 კანტე (37), 1:1 გაბისკირია (65), 2:1 კვირკვია (75)

რუსთავი 0:2 დინამო

0:1, 0:2 ნინუა (37 პენ, 63) 

სპაერი 0:0 გაგრა

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.