ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ქულების ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ყოველ სათამაშოო დღეს შეუძლია ბევრი რამის შეცვლა. ეს ტურნირს დამატებით ინტრიგას სძენს. „ბათუმმა“ ბოლო 9 შეხვედრიდან მერვე მოიგო და 53 ქულით ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა, მაგრამ იქვე არიან მდევრები, მოიგეს ტიტულის დანარჩენმა მაძიებლებმაც. მეორე-მესამე ადგილზე მდგარ „რუსთავსა“ და „იბერიას“ 52-52 ქულა მოუგროვდათ, ამათ ზედიზედ მეორე შეხვედრებში გაიმარჯვს. მეოთხეადგილოსან „დინამოს“ კი – 51.
ამჯერად ზღვისპირელთა „მსხვერპლი“ ერთ-ერთი აუტსაიდერი „გაგრა“ გახდა, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა სტუმრად „დავით პეტრიაშვილზე“ 3:1 გაიმარჯვეს. „რუსთავმა“ სამტრედიაში „ტორპედოს“ სძლია 1:0. „დინამომ“ თბილისში „სპაერს – 3:1, „იბერიამ“ კი გორში „დილას“ – 2:0.
სამგურალი 2:0 მეშახტე
1:0 სირაძე (5), 2:0 სებოლინია (77)
გაძევება: უგრეხელიძე (57) – მეშახტე
გაგრა 1:3 ბათუმი
0:1 ვიტორი (5), 0:2 მაურიდესი (44 პენ), 1:2 მუჯირი (67 პენ), 1:3 კალანდარიშვილი (83)
ტორპედო 0:1 რუსთავი
0:1 ალმეიდა (15)
დინამო 3:1 სპაერი
1:0 ნინუა (21), 1:1 გოლუბიანი (64), 2:1 პურზიტიდისი (69), 3:1 ვაწაძე (79)
დილა 0:2 იბერია
0:1 ძაგანია (42), 0:2 კაფე (51)

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
