ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის, პსჟ-სთან მატჩის წინ ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ 19 წლის გარემარბის, ლამინ იამალის თამაშის შესახებ შთაბეჭდილებები გააზიარა…
„იამალის თამაში ნამდვილი სანახაობაა. ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, ვინც იცის, როგორ გაართოს გულშემატკივრები. ლამინი გენიოსია! მას აქვს ეს მაგია, ეს სანახაობა. ეს არა მხოლოდ მისი თამაშის სტილია, არამედ მისი მენტალიტეტიც. დღეს ფეხბურთის წარმოდგენა ლამინის გარეშე შეუძლებელია“, – ამბობს ლაპორტა.
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა კლუბთან იამალის კონტრაქტის 2031 წლამდე გახანგრძლივებაზე.
„ხელმოწერა ძალიან სწრაფად მოხდა. მისი კალიბრის მოთამაშისთვის ეს უჩვეულოა. ლამინი ლა მასიას პროდუქტია. ის ნამდვილად ერთგულია კლუბის. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მისით. მისი დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა, ახლა კი 19 წლისაა. შეიძლება ითქვას, რომ ის თითქმის „ვეტერანია“, – დასძინა ლაპორტამ.
2026-2027 წლების სეზონში იამალმა „ბარსელონას“ რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა