„ბარსელონა“ კილიან მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორეა – წერს AS და ნათქვამს სტატისტიკით ამაგრებს: ფრანგმა „კატალონიის სიამაყეს“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა. ამაზე მეტი „რეალის“ ფორვარდს მხოლოდ „მონპელიეს“ კარში აქვს გატანილი – 15, ოღონდ 15 თამაშში. ის, რომ მბაპემ „ბარსას“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა სულაც არ ნიშნავს, რომ მისმა გუნდმა თერთმეტივე შეხვედრა მოიგო. აქ...
ჭდე: ბარსელონა
ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
„ბარსელონას“ გულშემატკივრები ენტონი გორდონს შემოსწყრნენ. მათი აზრით გარემარბმა ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან“ ცუდად ითამაშა. ზოგიერთმა „კულემ“ სოციალურ ქსელში ისიც კი დაწერა, თუ გუნდში მაინცდამაინც ინგლისელი უნდა გვყავდეს მარკუს რაშფორდი დააბრუნეთო. გორდონს, რომელიც „ბარსაში“ გასულ ზაფხულს 70 მილიონ გირვანქად „ნიუკასლიდან“ გადავიდა „პარკ დე პრენსზე“ აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ გაუჭირდა. კატალონიაში ფიქრობენ, რომ მან შეტევაში თავისი გუნდი...
კვარას ძელი და შავი სამუშაო
უჩვეულო მატჩი გაიმართა „პარკ დე პრენსზე“, რომელშიც პსჟ-მ „ბარსელონას“ 4:2 მოუგო. ერთი მხრივ შედგა შესანიშნავი სანახაობა, მეორე მხრივ კი პარიზელთაგან ოსმან დემბელემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და მარკინიოსმა, ბარსელონალთაგან კი დანი ოლმომ მოედანი ტრავმების გამო დატოვეს. პარიზელებმა ბოლოხანს განსაკუთრებით ნაქებ „ბლაუგრანას“ აჯობეს. ახლა მათ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში სამი შეხვედრიდან სამი მოგება აქვთ. სტუმრებმა დეზირე დუესა და...
footmercato: შიშობენ, ჯვარედინი მყესები არ იყოს
„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე, სანახაობრივ შეხვედრაში „ბარსელონას“ 4:2 მოუგო – ეს იყო მორიგი საუცხოო საღამო „პარკ დე პრენსზე“, რომელსაც… დიდი ჩრდილიც მიადგა და ეს ჩრდილი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა. footmercato-ს თქმით შესაძლოა საქმე სერიოზულ დაზიანებასთან გვაქვს. პორტალი შეგვახსენებს, რომ ქართველმა სეზონი ცუდად დაიწყო, რის გამოც მას სურდა „ბლაუგრანასთან“ თამაში საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად გამოეყენებინა. ის...
იამალი გენიოსია!
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის, პსჟ-სთან მატჩის წინ ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ 19 წლის გარემარბის, ლამინ იამალის თამაშის შესახებ შთაბეჭდილებები გააზიარა… „იამალის თამაში ნამდვილი სანახაობაა. ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, ვინც იცის, როგორ გაართოს გულშემატკივრები. ლამინი გენიოსია! მას აქვს ეს მაგია, ეს სანახაობა. ეს არა მხოლოდ მისი თამაშის სტილია, არამედ მისი მენტალიტეტიც. დღეს ფეხბურთის წარმოდგენა ლამინის გარეშე...
ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ
„პარი სენ ჟერმენთან“ თამაშის წინ პრეს-კონფერენცია გამართა „ბარსელონას“ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, რომელმაც ახსნა, თუ როგორ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის ძლევას. „მინდა ვითამაშოთ საკუთარი თავის რწმენით, უშიშრად და თანმიმდევრულად. ჩვენს წინააღმდეგ იდგება ბოლო ორი წლის საუკეთესო გუნდი. ეს თავის გამოჩენის დიდებული შესაძლებლობაა. ამ შეხვედრის ბედს დიდწილად ნახევარდაცვა გადაწყვეტს. ორივე გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. თუ...
უნდა ათამაშონ ბარსელონასთან კვარაცხელია თუ არა?
იმსახურებს ხვიჩა კვარაცხელია დღეს, სამშაბათს, 20 ოქტომბერს „ბარსელონას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ყოფნას? – ეს შეკითხვა საფრანგეთში თუ მის გარეთ ბევრს გაუჩნდა, მათ შორის პორტალ footmercato-ს რომელმაც საგანგებო წერილი დაწერა და ამ წერილს ქვემოთ გთავაზობთ. „მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის ასეთი თამაში საკმარისი არ არის“, – ასე დაწერა ხსენებულმა საიტმა „სტრასბურსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის შაბათს გამართული...
იამალი: პარიზო, მოვდივარ!
ლამინ იამალმა „პარი სენ ჟერმენის“ დათრგუნვის კამპანია მოედანზე გასვლამდე დაიწყო –დღეს „პარკ დე პრენსზე“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მესამე ტურის მატჩში პსჟ „ბარსელონას“ მასპინძლობს. ესპანეთის ჩემპიონები საფრანგეთის დედაქალაქს ორშაბათს გაემგზავრნენ. თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მზის სათვალით, ტყავის ქურთუკითა და ჰალსტუხით მოკაზმულმა იამალმა თავისი ფრანგი თანაგუნდელის ჟიულ კუნდეს Snapchat-ზე დაპოსტა ვიდეო, სადაც ამბობს: Paris, here I come! (პარიზო,...
ბარსელონას პარიზში ორი კაცი აკლდება
ხვალ ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენი“ „ბარსელონას“ მასპინძლობს. პარიზელებს არ ეყოლებათ ნუნუ მენდეში, რომელიც „სტრასბურთან“ შეხვედრაში დაშავდა, თუმცა კატალონიური კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ორ ფეხბურთელს „ბლაუგრანაც“ მოისაკლისებს. ლაპარაკია მცველებზე ერიკ გარსიასა და ჟიულ კუნდეზე. ესპანელმა და ფრანგმა ტრავმა „ბეტისთან“ შეხვედრაში (5:2) მიიღეს. „ბარსას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გარსიამ მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და მკურნალობას...
რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
ბარსელონელმა ბრაზილიელმა რაფინიამ გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიასთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა – 3:1. მატჩი სევილიაში „ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა. რაფინიამ გოლები შეაგდო 22-ე, 52-ე და 69-ე წუთებზე. პირველ ეპიზოდში მას ასისტენტობა დანიელმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა გაუწია, მომდევნო ორი გოლი კი ლამინ იამალის პასებით შეაგდო. ამრიგად რაფინიას მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. თამაშამდე „ბარსელონას“ სპორტულმა...









