ბარსელონელმა ბრაზილიელმა რაფინიამ გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიასთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა – 3:1. მატჩი სევილიაში „ესტადიო რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა. რაფინიამ გოლები შეაგდო 22-ე, 52-ე და 69-ე წუთებზე. პირველ ეპიზოდში მას ასისტენტობა დანიელმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა გაუწია, მომდევნო ორი გოლი კი ლამინ იამალის პასებით შეაგდო. ამრიგად რაფინიას მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
თამაშამდე „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ გამოაცხადა, რომ ბრაზილიელი „კამპ ნოუზე“ 2030 წლამდე დარჩება. მან კლუბთან ყველაფერი შეათანხმა.
რაფინია „ბარსელონასთვის“ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. OptaJose-ს თანახმად ბრაზილიელმა თვით ლეო მესის შედეგს გადააჭარბა – სეზონის პირველ 7 შეხვედრაში ამდენი გოლი ლეგენდარულ არგენტინელს არ გაუტანია. ამაზე მეტი 21-ე საუკუნეში ესპანეთში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო – 13. ეს 2014-15 წლების სეზონში მოხდა.
ახალ სეზონში რაფინია „ბარსელონაში“ აშკარად გამორჩეული მოთამაშეა. აქამდე უჩვეულო ცრუ 9 ნომრის პოზიციიდან მან მხოლოდ „ლევანტეს“ ვერ გაუტანა გოლი. დანარჩენ შეხვედრებში ბრაზილიელმა ერთი, ორი ან სამი შეაგდო. „სევილიაში“ გატანილი სამი გოლი მისთვის ზედიზედ მეორე ჰეთ-თრიკი იყო.
„ბარსელონამ“ იგრძნო, რომ ვარსკვლავს სწორედ ახლა უნდა გაუფორმოს ახალი კონტრაქტი და ისიც დათანხმდა, რადგან კატალონიის დედაქალაქში თავს კომფორტულად გრძნობს. მას „ბარსელონაში“ არა მხოლოდ დარჩენა, არამდე წლების შემდეგ კარიერის დასრულება სურს.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს, მან მოედანზე 68 წუთი დაჰყო. ქართველი აქტიური იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, თუმცა უშეცდომო არ ყოფილა. მან ასეთი შეფასებები მიიღო:
flashscore – 6.3; sofascore – 6.6; whoscored – 5.9; fotmob – 6.4
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
