დინამო ფინალშია…

დინამო ფინალშია…

თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი დანიაში „კოპენჰაგენთან“ გამართა.

პირველი თამაში თბილისში დინამოელებს 3-0 ჰქონდათ მოგებული და თითქოს, მომდევნო ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ დანიაში თამაშის სცენარი მასპინძელთათვის სასიკეთოთ წარიმართა.

დანიელები ჯერ სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, 44-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 2-0 იყო, რიცხვობრივი უპირატესობაც მოიპოვეს – არბიტრმა დინამოელთა მცველი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა და თბილსელები მოედანზე ათნი დარჩნენ.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ორი თამაშის ჯამში ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ამის შემდეგ დინამომ თავი კარგად დაიცვა და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა.

საფეხბურთო ლატარიაში გამარჯვება ქართულ გუნდს დარჩა (5:4) და უეფას ახალგაზრდული ლიგის პლი ოფის ფინალში გავიდა, სადაც იტალიურ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი 25 ნოემბერს თბილისში გაიმართება, საპასუხო კი 9 დეკემბერს – იტალიაში.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.