NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორივეს პოზიცია და შედეგი განსხვავებული იყო.
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ საკუთარ არენაზე „მაიამი ჰიტი“ უშანსოდ დატოვა – 138:117. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ქართველმაც შეიტანა: სანდრომ მოედანზე 27:53 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ხუთიდან სამი ორიანი, ხუთიდან ორი სამიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო; პასივში ორი დაკარგვა და სამი ჯარიმა ჰქონდა, პლუს-მინუს კოეფიციენტით (10) კი, გუნდში მეოთხე იყო. „ლეიკერსს“ ბალანსი 6-2 აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. კალიფორნიელები მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, სტუმრად, „საკრამენტო კინგსთან“ ჩაატარებენ.
ითამაშა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმაც“, რომელმაც საკუთარ არენაზე „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ წააგო – 94:103. თუ წინა მატჩში მწვრთნელი გოგას ხუთი წუთით ენდო, ამჯერად საერთოდ არ ათამაშა. „მეჯიქს“ ბალანსი 2-5 აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 შედეგია. მომდევნო მატჩს გოგას გუნდს 6 ნოემბერს, სტუმრად, „ფენიქს სანსთან“ ითამაშებს.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
