ვენის საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ კარლოს ალკარასს გაეჯიბრა და ბრძოლაში, 1:6; 6:7 დამარცხდა.
პირველი სეტი 29 წუთი გაგრძელდა და ესპანელის უპირატესობა უდიდესი იყო. თავიდან ჩოგბურთელებმა საკუთარი ჩაწოდებები რომ მოიგეს, შემდეგ ალკარასმა ზედიზედ ხუთი წაიღო;
ბრეიკით დაიწყო ესპანელმა მეორე სეტიც და ნიკა 0:2 ჩამორჩა. თუმცა, შეცდომების დაშვება ალკარასმაც დაიწყო და ნიკამ მალევე გაათანაბრა – 3:3. გეიმი ქულა-ქულაში გაგრძელდა და ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ კი, ნიკა 4:1 დაწინაურდა, მერე ოთხი სეტ-პოინტი მიიღო და ვერ გამოიყენა. მერე სამი მატჩ-პოინტი თავადაც გადაარჩინა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა და 11:13 წააგო.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება