„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ს რეგულარული სეზონის მეოთხე მატჩი გამართა და პირველად წააგო. ჯეი ჯეი რედიკის გუნდი საკუთარ არენაზე „პორტლენდთან“ 129:136 დამარცხდა. არადა, ბოლო პერიოდის წინ იგებდა…
მამუ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 24:01 წუთი დაჰყო. სანდრო გუნდს 17 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით შეეშველა. ჩვენებურმა ხუთიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან სამი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო პლუს-მინუს მაჩვენებელით (+6) გუნდში მხოლოდ ლუკა დონჩიჩს (+7) ჩამორჩა.
დონჩიჩმა მატჩი 41 ქულით, 5 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა. „ლეიკერსის“ შემადგენლობაში 26 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი ოსტინ რივზმა მიითვალა. შედეგიანობით სანდრო მესამე იყო.
ოთხი მატჩის შემდეგ „ლეიკერსს“ სამი მოგება და ერთი მარცხი აქვს. მორიგ მატჩს ჯეი ჯეი რედიკის გუნდი 29 ოქტომბერს, სტუმრად, „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ გამართავს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
