საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ყველა იმ კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, ვინც შეკრებაზე იმყოფება. ამ ეტაპზე ნაკრებში 15 კალათბურთელია. იურმალაში ჩასულებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული ამერიკელი წევრი მარკიზ რიდი გუშინვე შეუერთდა. მის გარდა კი ამ დროისთვის ნაკრების შემადგენლობაში არიან: რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ალავიძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე...
ჭდე: სანდრო მამუკელაშვილი
საქართველო ლატვიაში გაფრინდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პირველი, თბილისური ეტაპი დაასრულა და ლატვიაში გაფრინდა. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი გენერალურ შეკრებას ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაივლის და მოახლოებული ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება. 2 ივლისს ჩვენები უკრაინასთან რიგაში ითამაშებენ, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს თბილისში დაუხვდება. საქართველოსა და ესპანეთს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, მაგრამ...
შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
NBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი იბრძვის. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ჩიკაგოს“ 127:103 მოუგო, გოგამ კი, ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა. ჩვენებურმა მოედანზე 16.37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. ბითაძემ შვიდიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო....
ფლეი ოფი საბრძოლოა
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ ორლეანს“ 112:108 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. გოგამ მოედანზე 16.15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა...
მამუმ გოგას მოუგო
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართული დუელიც ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო“ შინ 139:87 გაანადგურა. ორივე ქართველი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გადაკვეთა გარკვეული დროის მანძილზე მოუხდათ. სანდროს დროც მეტი ჰქონდა და სტატისტიკაც. მამუმ 21.19 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი...
ტორონტომ საქმე გაირთულა
NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ 94:119 დამარცხდა. ძირითადი ცენტრის, ჯეიკობ პიოლტლის გამოჯანმრთელების შემდეგ მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.08 წუთი დაჰყო. სანდრომ ამ დროში 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ჩვენებურმა ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან კი, ზუსტი სამი აღმოჩნდა. ჩვენიანს პასივში ერთი დაკარგვაც...
სუპერ მამუ და კარგი გოგა
NBA-ში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ერთმა მოიგო, მეორე – წააგო. ერთს სუპერთამაში ჰქონდა, მეორეს – კარგი. დავიწყოთ სანდრო მამუკელაშვილით, რომლის „ტორონტო“ „იუტას“ ესტუმრა და 143:127 დაამარცხა. გამარჯვება იმდენად მარტივად მოვიდა, რომ ლიდერებს ბოლოს აღარ უთამაშიათ. მათ შორის მამუკელაშვილსაც. ჩვენიანი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 32.13 წუთში გუნდს 23 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასით,...
გოგამ ბოლოს ითამაშა
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ შვიდმატჩიანი მეგობათა სერია ატლანტაში შეწყვიტა, სადაც „ჰოუკსთან“ 112:124 დამარცხდა. ფლორიდელთა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ჩვენებური მოედანზე მაშინ შეუშვა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. შედეგად, გოგას სათამაშოდ 5:29 წუთი ერგო და ამ დროში 4 ქულა, 3 (სამივე მეტოქის ფარზე) მოხსნა და 1 პასი მოინაგრა. ბითაძემ სულ სამი ორქულიანი ისროლა და ორი ჩააგდო. მისი პარკეტზე ყოფნისას...
მამუს რვა ლიდერთან
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ კონფერენციის ლიდერი „დეტროიტ პისტონსი“ 119:108 დაამარცხა და ფლეი ოფის ზონაში ადგილი შეინარჩუნა. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 14.52 წუთი გაატარა. ჩვენიანმა ამ დროში 8 ქულის, 5 მოხსნისა და 2 ჩაჭრის მოგროვება მოასწრო. სანდრომ სამიდან ორი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა,...
მეზობლები
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. საქმეში ორივე ქართველის გუნდი ვნახეთ, ორივემ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და ორივე ფლეი ოფის ზონაშია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა. ჩვენიანი სათადარიგოთა შორის იყო და სათამაშოდ 17.32 წუთი მიეცა. სანდრო გუნდს 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით შეეწია. მან...









