მამუმ გოგას მოუგო

Home კატეგორიის გარეშე მამუმ გოგას მოუგო
მამუმ გოგას მოუგო

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართული დუელიც ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო“ შინ 139:87 გაანადგურა.

ორივე ქართველი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გადაკვეთა გარკვეული დროის მანძილზე მოუხდათ. სანდროს დროც მეტი ჰქონდა და სტატისტიკაც. მამუმ 21.19 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ერთია, ჩვენებურს მისთვის უჩვეულოდ ბევრი, სამი დაკარგვა ჰქონდა. თუმცა, მისი მოედანზე ყოფნის დროს „ტორონტომ“ მეტოქეზე 47 ქულით მეტი ჩააგდო.

გოგამ მოედანზე უფრო ცოტა დრო დაჰყო – 10.11 წუთი. ბითაძის მონაგარი 6 ქულა და 4 მოხსნა იყო. გოგამ ხუთიდან ორი ორქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი „ორლანდოს“ 22 ქულით ნაკლები ჰქონდა.

ამ მოგების შემდეგ „ტორონტოს“ 42 მოგება და 32 მარცხი გაუხდა და კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი, კონფერენციის ლიდერ „დეტროიტს“ ესტუმრება.

„ორლანდოს“ კი 39 მოგებითა და 35 წაგებით მერვე ადგილზე რჩება და ფლეი ოფში შესასვლელად იბრძვის. ფლორიდელები მომდევნო მატჩში „ფინიქსის“ დაუხვდებიან.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...