NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა „ტორონტო რეპტორსს“ შინ აჯობა – 131:125.
არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ კალიფორნიელთა შემადგენლობაში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 45 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა. „ლეიკერსის“ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი სანდრომაც დაიდო: ჩვენებური სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ მოედანზე 23:31 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 11 ქულითა და თითო მოხსნა-პასით შეეშველა. მამუმ ორივე ორქულიანი, ხუთიდან ორი სამქულიანი ჩააგდო, რასაც სართად საჯარიმოც დაუმატა.
სანდროს მოედანზე ყოფნის დროს მისმა გუნდმა შვიდი ქულა მოიგო. „ლეიკერსს“ ხუთი მოგება და ორი მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს, „მაიამისთან“ გამართავს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
