კატეგორია: სიახლეები

Home სიახლეები
სანიოლი სვანაძემ შეცვალა
ჩანაწერი

სანიოლი სვანაძემ შეცვალა

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი, რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. „ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის...

უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
ჩანაწერი

უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო

ერთა ლიგის B საფეხურის მეორე ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 წააგო, უკრაინამ ბუდაპეშტში უნგრეთს აჯობა 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ანდერლეხტის“ თავდამსხმელმა დანილო სიკანმა გაიტანა. ამ შეხვედრის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს მარცხენა გარემარბი ალექსანდრ ნაზარენკო, რომელიც ორშაბათს საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს. უკრაინული პორტალი sport.ua აღნიშნავს, რომ ანდრეა მალდერის გუნდს პირველივე შეხვედრაში...

ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში
ჩანაწერი

ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა ერთა ლიგაში სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა: 1:0. აქ არ არის ლაპარაკი პირველ გამარჯვებაზე მიმდინარე გათამაშებაში, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ გუნდს ერთა ლიგის შეხვედრა სტუმრად არასდროს მოეგო და ისტორიაში პირველად ეს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გააკეთა. საერთოდ, ყველა შეჯიბრებაში, ჩრდილოეთ ირლანდიას სტუმრად 2024 წლის ოქტომბრის მერე არ ჰქონდა მოგებული. ჩრდილოეთ ირლანდიელთა ბანაკში განსაკუთრებით...

ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა
ჩანაწერი

ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა

მაიკლ ონილმა თქვა, რომ საქართველოსთან ბოლოწამს 1:0 მოგებულ შეხვედრაში მსაჯების რამდენიმე გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიამ ისტორია დაწერა: ერთა ლიგაში სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ფულემის“ ნახევარმცველმა შეა ჩარლზმა 90+9 წუთზე შეაგდო. მანამდე, 65-ე წუთზე მისმა ძმამ „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ მეკარე პირსი ჩარლზმა ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი აუღო. თავად პენალტი ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელის აზრით...

სტარტი წაგებით…
ჩანაწერი

სტარტი წაგებით…

UEFA-ს ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩი საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო, მაგრამ უმაყურებლო თამაშით გახსნა. ვილი სანიოლის გუნდისთვის დასაწყისი მძიმე გამოდგა – 0:1. მუსიე ვილის ძირითადი შემადგენლობა ვერ მოვუწონეთ და ეს პირველმა ტაიმმაც დაადასტურა – შესვენებამდე უსახური და უფერული ფეხბურთი ვითამაშეთ. დიდად არც მერე ნახევარში მოგვიკლავს თავი, მაგრამ ანტრაქტის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა საქმეში გიორგი...

ჩვენი ფეხბურთელი!
ჩანაწერი

ჩვენი ფეხბურთელი!

აგერ უკვე 26-ე წელიწადია „სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ვლინდება და ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა… პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვთქვათ: საქართველოს 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია!!! ალალი, უსაყვედურო, დამსახურებული და… წინასწარპროგნოზირებადი. დიდი მარჩიელობა, ფიქრი და წინასეზონისეული მონაგარის გახსენება სულაც არ იყო საჭირო, რომ მსოფლიოს ქართველი ვარსკვლავისთვის გამოკითხვისას უპირობო პირველობა მიგენიჭებინა. ჩვენი...

ხვიჩა კვარაცხელია: ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი
ჩანაწერი

ხვიჩა კვარაცხელია: ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი

ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთნ ერთად ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია დაესწრო, რომელმაც მომავალ სანაკრებო მატჩჩებზე ისაუბრა.  „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით, ხვიჩა კვარაცხელია გასული სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, საქაართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ საკითხზეც გააკეთა კომენტარი: „გაზეთ „სარბიელის“ ჯილდო დღეს გადმომცეს და ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობდა...

სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
ჩანაწერი

სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ

25 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს თბილისში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით იწყებს. მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „გუნდში კარგი ატმოსფეროა. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელს ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ აქვთ ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებდი და კარგად ვიცნობ. მთავარია, მათთან ბურთი გავაკონტროლოთ....

პრემიერშიპში – 3 ბორჯღალოსანი
ჩანაწერი

პრემიერშიპში – 3 ბორჯღალოსანი

პარასკევს, 25 სექტემბერს, მოქმედი ჩემპიონის, „ნორთჰემპტონ სეინთსისა“ და გასული სეზონის ბოლოადგილოსნის, „ნიუკასლ რედ ბულზის“ ჯახით სტარტს აიღებს 2026-2027 წლების სეზონი ინგლისის პრემიერშიპში, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს და უპრესტიჟულეს სარაგბო ლიგად მიიჩნევა. ეს სარაგბო ტურნირი წლეულს ქართველთათვის უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე გასული – თუკი წინა სეზონში ინგლისში ორი ბორჯღალოსანი ასპარეზობდა, ახალტურნირში ისინი უკვე სამნი...

ქალების მედლის შანსი
ჩანაწერი

ქალების მედლის შანსი

სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ტური მიილია და ახლა ერთდღიანი შესვენება გამოცხადდება. ბოლო ორ ტურში განსხვავებულად ითამაშეს ჩვენმა ნაკრებებმა: ქალებმა ორივე პარტია მოიგეს და მედლის შანსს ინარჩუნებენ, ხოლო კაცებმა მხოლოდ ქულა აიღეს და 38 ადგილზე არიან. ქალთა ნაკრებმა მეხუთე ტურში ინდონეზიის ნაკრები 2.5:1.5 დაამარცხა. გამარჯვების ქულები ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ მოიპოვეს, ნინო ბაციაშვილი...