საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ვემზადებით. გვინდა, ამ თამაშებში დადებით შედეგს მივაღწიოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი შეკრებაა, სადაც შეგვიძლია ფეხბურთელებს ჩვენი იდეები გავუზიაროთ. ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ეს სხვა მოთამაშეებისთვის შანსი იქნება.
ახალი გუნდის ფორმირება იწყება. ვიცით, რომ რთული მატჩები გველის, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა ხასიათი და ამ მატჩებში გვინდა, სწორედ ეს ხასიათი დავინახოთ.
გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა, ვიცე-კაპიტნები კი ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე, მომავალ მატჩებში გუნდის კაპიტნის სამკლავურს ოთარ კაკაბაძე მოირგებს.
ხვიჩას ტრავმა დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, თუმცა ეს ფეხბურთია. ყველანი მის გვერდით ვართ და მჯერა, კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. კვარაცხელიას შემცვლელის საკითხს არ განვიხილავთ, ისე უნდა ვითამაშოთ, სადაც მას გუნდი შეცვლის.
კვეკვესკირი და კაშია, რა თქმა უნდა, რჩებიან სამწვრთნელო სტაფში, ახალაგაზრდული ნაკრებიდან კი გიორგი ადამია შემოგვიერთდება.
დავით კერესელიძე კარგი მეკარეა, მამგრამ ამჯერად ნოდარ ყალიჩავას კარგი სეზონი აქვს და საჭიროდ ჩავთვალეთ მისი გამოძახება. ყველა რგოლში კონკურენცია აუცილებელია, იგივე შემიოძლია ვთქვა გიორგი მაისურაძეზეც – მისმა ბოლოდროინდელმა თამაშებმა იმის საფუძველი მოგვცა, რომ ნაკრებში გამოგვეძახებინა.
გიორგი მოისწრაფიშვილს მაღალი სათამაშო ინტელექტი აქვს, მისი პრობლემა ფიზიკური მომზადება იყო, მაგრამ სლოვაკეთში ამ კუთხით მოუმატა და თუ წინსვლას გააგრძელებს, საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი მოთამაშე შეემატება. ირაკლი აზაროვმა ტრავმის შემდეგ ითამაშა და მზადაა სანაკრებო მატჩებშიც მიიღოს მონაწილეობა, ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან გვჭირდება.
რაც შეეხება საბა ხარებაშვილს, სამწუხაროდ, ტრავმირებულია და ვერ მოვიწვიეთ. ალექსანდრე ნარიმანიძემ თუ ასე განაგრძო, მალე მოირგებს ნაკრების მაისურს. ახლა კი უფრო გამოცდილი მოთამაშეები მოვიწვიეთ, ლუკა გადრანი და გურამ გიორბელიძე კი სარეზერვო სიაში არიან“.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები09/11/2026 | 20:30რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…