„რეალმა“ ფედე ვალვერდეს, არდა გიულერისა და კილიან მბაპეს გოლებით სტუმრად დაამარცხა „ვალენსია“ – 3:0. ეს გახლდათ მადრიდელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება ყველა შეჯიბრებაში ერთად და ზედიზედ მეხუთე მოგება ლა ლიგაში. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება თუ ვიტყვით, რომ ჟოზე მოურინიუს შეგირდებმა, ყველა შეჯიბრებაში 15 შეხვედრიდან 13 მოიგეს. ამასთან ერთად დაისვა კითხვა: შეძლებს „ლოს ბლანკოსი“ ასეთი სვლის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე?
ესპანურ მედიაში წერენ, რომ ამისათვის მოურინიუს ფეხბურთელებისთვის სათამაშო დროის სწორად განაწილება დასჭირდება. ამბობენ, რომ პორტუგალიელი „პარი სენ ჟერმენისგან“ ლუის ენრიკეს მეთოდის გადაღებას აპირებს.

შაბათს „მარკა“ გამოვიდა სათაურით: „მოურინიუ პსჟ-ს კოპირებას გეგმავს“. მადრიდული გაზეთი განმარტავს, რომ „განსაკუთრებულს“ სურს „რეალში“ ლუის ენრიკეს მიდგომა დაგეგმოს, რაც მოთამაშეების ფიზიკურ და მენტალურ დასვენებას გულისხმობს.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მოურინიუ აპირებს კლუბში მოქმედი რიგი დეპარტამენტების დახმარებით უფრო მეტად დააკვირდეს თავის ფეხბურთელებს და ზუსტად განსაზღვროს, ვის როდის სჭირდება დასვენება.
„პარი სენ ჟერმენში“ ეს მეთოდი დიდი ხანია დანერგილია. ლუის ენრკე ლიგა 1-ის მატჩებში ყოყმანის გარეშე ასვენებს თავის საუკეთესო ფეხბურთელებს. ასე მაგალითად, ვიტინიამ გასულ სეზონში 2120 წუთი ითამაშა (ეს არის 29 შეხვედრაში ნათამაშევი დრო) რაც იმას ნიშნავს მან შესაძლო დროის 69.3% დაჰყო მოედანზე. საჭირო რაოდენობით დაისვენეს ოსმან დემბელემ, აშრაფ ჰაკიმიმ, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჟოაო ნევეშმა და ფაიან რუისმაც.
კერძოდ კვარაცხელიამ მოედანზე 1 478 წუთი დაჰყო. მან მონაწილეობა მიიღო 28 თამაშში, რომელთაგან 18-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ასეთ მიდგომას შედეგი მოაქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 08:38რეალში პსჟ-ს მეთოდი ინერგება
სიახლეები08/11/2026 | 06:40პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
