„ბარსელონა“ კილიან მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორეა – წერს AS და ნათქვამს სტატისტიკით ამაგრებს: ფრანგმა „კატალონიის სიამაყეს“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა. ამაზე მეტი „რეალის“ ფორვარდს მხოლოდ „მონპელიეს“ კარში აქვს გატანილი – 15, ოღონდ 15 თამაშში. ის, რომ მბაპემ „ბარსას“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა სულაც არ ნიშნავს, რომ მისმა გუნდმა თერთმეტივე შეხვედრა მოიგო. აქ...
ჭდე: რეალი
სევილია მსაჯს რეალის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
ესპანეთში გასული კვირა დაძაბული გამოდგა. „რეალი“ და ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ერთმანეთს მძაფრად დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი განსაკუთრებით მას მერე გამწვავდა, რაც ტებასმა მადრიდელთა საკლუბო ტელეარხი ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტულ საშუალებებს შეადარა. არც „რეალმა“ დაიხია უკან. კლუბი როგორც თავის ტელეარხს ასევე მისი გავლენის ქვეშ მყოფ სხვა მედია-საშუალებებს მსაჯობის კრიტიკას სთხოვს. მადრიდელთა მხრიდან კვლავ არ წყდება ლაპარაკი ნეგრერიას...
რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
„რეალსა“ და ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. ტებასმა მადრიდული კლუბის ტელევიზია Real Madrid TV ნაცისტური გერმანიის განათლებისა და პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის მეთოდებით მოქმედებაში დაადანაშაულა. აღშფოთებულმა „რეალის“ ხელმძღვანელობამ პასუხად ტებასის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. „უკვე სათვალავი ამერია. აღარც მახსოვს ცამეტი წლის განმავლობაში „რეალის“ დირექტორატმა რამდენჯერ მოითხოვა ჩემი გადადგომა და რამდენჯერ სცადა სამსახურიდან...
ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
იან დიომანდემ „რეალის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა, რის წყალობითაც მადრიდელებმა ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალს“ 1:0 მოუგეს. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე ბოლო 23 წუთო დაჰყო, ის მოედანზე სერხი კარდონას ნაცვლად შევიდა. ამ შეხვედრაში იყო ერთი სკანდალური ეპიზოდიც, როდესაც ვინისიუს ჟუნიორმა კანადელ ნათან სალიბას თმაზე დაქაჩა, რაც VAR-ს არ გამოეპარა და ბრაზილიელი მოედნიდან გააგდეს. შესაბამისად გააუქმეს გოლი რომელიც მან...
მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
ლა ლიგის ბოლო ტურში „მეტროპოლიტანოზე“ გამართულ მადრიდულ დერბიზე დაწერეს ამ გუნდების ადრინდელ დაპირისპირებებზე მეტი იყოო. „ატლეტიკომ“ ალეხანდრო გრიმალდოსა და ჯონათან დავიდის გოლებით 2:1 გაიმარჯვა. „რეალის“ ერთადერთი საპასუხო გოლი 89-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა შეაგდო. მეორე ტაიმის დასაწყისში მოედნიდან გააძევეს „რეალის“ ჰოლანდიური წარმოშობის ესპანელი მცველი დინ ჰაუსენი. ამ შედეგის გამო „რეალი“ მეოთხე ადგილზე ჩავარდა, „ატლეტიკო“ კი მეორეზეა...
წიტას 90 წუთი
„რეალისა“ და „რაიო ვალეკანოს“ შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 4:1 დამთავრდა. „რაიოს“ მარჯვენა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა თამაში შეუცვლელად ჩაატარა. ქართველის სტატისტიკა ასეთი იყო: კარისკენ დარტყმა – 3; მათგან კარის ჩარჩოში – 2; საგოლე მომენტების კოეფიციენტი – 0.47; შეხება მოწინააღმდეგის საჯარიმოში – 3; წარმატებული დრიბლინგი – 4 მცდელობიდან 0; ზუსტი პასები საჯარიმოში – 2/5 (40%); ზუსტი ჩაკიდებები –...
ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
ჟოზე მოურინიუს „რეალის“ სათავეში დაბრუნება „ბარსელონაში“ უყურადღებოდ ვერ ჩაივლიდა. კატალონიაში კარგად იციან, რომ პორტუგალიელი ეგრეთწოდებული მედია-ომების დიდოსტატია, მეტოქის წყობიდან გამოყვანა ეხერხება და თავიანთ გერმანელ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს. ფლიკს „ბარსას“ სათავეში კარგი სტარტი ჰქონდა და გულშემატკივრების აზრით დასანანი იქნება „განსაკუთრებულის“ განსაკუთრებულ ხრიკებს თუ წამოეგება. გაზეთი „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ ოფისში ფლიკი საგანგებოდ გააფრთხილეს....
მოურინიუ: რეალი ის კლუბია, რომელსაც არ სჭირდება ფეხბურთელი, გადმოსვლა ორჯერ რომ უნდა შესთავაზო
„რეალის“ ახალმა-ძველმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ El Chiringuito -ს ინტერვიუ მისცა, სადაც კლუბის მიმდინარე საკითხებზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს. როგორ შეიცვალეთ იმ 13 წელიწადში, რაც მადრიდიდან წახვედით? მრავალნაირად. როგორც პიროვნება, როგორც მწვრთნელი… ძალიან შევიცვალე. რანაირია ჟოზე მოურინიუ ახლა? მე ჩემი დნმ მაქვს. ვერ ვითამაშებ იმ ადამიანის როლს, რომელიც სინამდვილეში არ ვარ, თუმცა, გაცილებით დავღვინდი,...
ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
ვინისიუსი 2032 წლის 30 ივნისამდე „რეალში“ ითამაშებს. ბრაზილიელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ მადრიდულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა. 26 წლის ვარსკვლავის წინა კონტრაქტი 2027 წლამდე იყო ძალაში. ამით „არსენალს“ უნდოდა ესარგებლა. ლონდონელებს ძალიან სურდათ ვინისიუსის გადაბირება, მაგრამ „რეალისა“ და ფეხბურთელის 18-თვიანი მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. ესპანური მედია წერს, რომ მხარეები ხელფასის მომატებაზე შეთანხმდნენ. ამიერიდან ვინისიუსი სეზონში 24 მილიონ...
გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
„რეალის“ თამაში ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ვინისიუსი ― დარჩება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თუ წავა. ამიტომ, გუნდის მწვრთნელისთვის ჟოზე მოურინიუსთვის მნიშვნელოვანია ბრაზილიელმა დროზე მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს მადრიდში ასეთი სურათია: კლუბი ვარსკვლავს კონტრაქტის განახლებას სთავაზობს, მას კი შეთავაზებული ხელფასი არ აკმაყოფილებს. თუ კლუბი და გარემარბი საერთო ენას ვერ გამონახავენ, ყველაზე რეალური ალბათ ვინისიუსის „არსენალში“ გადასვლა...









