გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?

გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?

„რეალის“ თამაში ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ვინისიუსი ― დარჩება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თუ წავა. ამიტომ, გუნდის მწვრთნელისთვის ჟოზე მოურინიუსთვის მნიშვნელოვანია ბრაზილიელმა დროზე მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს მადრიდში ასეთი სურათია: კლუბი ვარსკვლავს კონტრაქტის განახლებას სთავაზობს, მას კი შეთავაზებული ხელფასი არ აკმაყოფილებს. თუ კლუბი და გარემარბი საერთო ენას ვერ გამონახავენ, ყველაზე რეალური ალბათ ვინისიუსის „არსენალში“ გადასვლა იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ლოს ბლანკოსშია“ მსოფლიო მნიშვნელობის კიდევ ერთი თავდამსხმელი კილიან მბაპე, რომლის ვინისიუსთან შეთამაშება სერიოზული გამოწვევა იყო კარლო ანჩელოტისთვის, ხაბი ალონსოსთვის და ალვარო არბელოასთვის. მოურინიუმ ჯერ არ იცის მოუწევს თუ არა იმავე ამოცანასთან შეჭიდება. თუ ვინისიუსი წავა, გუნდის უპირობო ლიდერი გახდება მბაპე, მაგრამ თუ ბრაზილიელი დარჩება, პორტუგალიელს მათი სინქრონიზაციის საკითხები ექნება გადასაჭრელი.

მიმდინარე პრე-სეზონზე ნათელი გახდა, რომ მოურინიუ 4-2-3-1 სისტემას ანიჭებს უპირატესობას ანუ მისთვის მნიშვნელოვანია მარტო მბაპე ეყოლება თუ ვინისიუსიც მის განკარგულებაში იქნება. მოგეხსენებათ, „რეალი“ „ლაიფციგიდან“ იან დიომანდეს ყიდვას ცდილობს და თუ ვინისიუსი წავა, მას მარცხენა ფრთაზე კაცი ეყოლება. თუ არც ვინისიუსი წავა და კლუბი ვერც დიომანდეს იყიდის, „განსაკუთრებულს“ ტაქტიკის გადაწყობა მოუწევს.

ესპანური საიტი eldesmarque წერს, რომ წესით საკითხი მალე უნდა მოგვარდეს. „რეალი“ სეზონს 22 აგვისტოს ბარსელონაში „ესპანიოლთან“ თამაშით იწყებს და ამ დროისთვის მოურინიუს ზუსტად ეცოდინება როგორ უნდა ათამაშოს გუნდი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.