ორშაბათს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კილიან მბაპე მაო ძედუნს დიქტატორს უწოდებს. სკანდალმა რამდენიმე დღეში დიპლომატიური კრიზისის სახე მიიღო. ის, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ამ დაუფიქრებელი ნათქვამის გამო მატერიალურად იზარალებს, ფაქტია: ბევრმა ჩინურმა კომპანიამ მასთან სპონსორული კონტრაქტი უკვე გაწყვიტა. „პარიზიენი“ წერს, რომ ისტორიას შეიძლება სხვა გაგრძელებაც ჰქონოდა. პარიზის მაღალი დონის დიპლომატიურ წრეებში იმედოვნებენ, რომ მბაპეს ბოდიშმა ვნებათაღელვა...
ჭდე: კილიან მბაპე
ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
„პარი სენ ჟერმენს“ მორიგი უცნაური საღამო ჰქონდა – მაშინ, როდესაც ტელევიზორებთან მიჯაჭვული მსოფლიო ლონდონიდან „ფრანს ფუტბოლის“ გალა საღამოს ტრანსლაციას უყურებდა, საფრანგეთის ჩემპიონი მოედანზე ოფლს ღვრიდა – „ლიონს“ ეთამაშებოდა. პარიზელებმა მოიგეს 2:0, მაგრამ… „პალადიუმის“ დარბაზში დამარცხდნენ, რამაც ბევრი გააბრაზა. ლონდონში პსჟ გასული სეზონის საუკეთესო კლუბად დაასახელეს და შესაბამისი ჯილდოც გადასცეს, მაგრამ მთავარ ნომინაციაში მისი ფეხბურთელები გამარჯვებულ...
ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
„ბარსელონა“ კილიან მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორეა – წერს AS და ნათქვამს სტატისტიკით ამაგრებს: ფრანგმა „კატალონიის სიამაყეს“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა. ამაზე მეტი „რეალის“ ფორვარდს მხოლოდ „მონპელიეს“ კარში აქვს გატანილი – 15, ოღონდ 15 თამაშში. ის, რომ მბაპემ „ბარსას“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა სულაც არ ნიშნავს, რომ მისმა გუნდმა თერთმეტივე შეხვედრა მოიგო. აქ...
მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
დღეს საღამოს ლონდონში „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს დაასახელებენ, მანამდე კი ინტრიგა შენარჩუნებულია. ლაპარაკობენ კილიან მბაპეზე, მოჰყავთ ჰარი კეინის შთამბეჭდავი სტატისტიკა და ლამინ იამალის ტიტულები. ფრანგული პორტალი footmercato წერს, რომ აზრები გაყოფილია: ზოგს ერთი ჰქონია გამარჯვებული, ზოგს მეორე და ზოგსაც მესამე. ასეთი დაბნეული საფეხბურთო სამყარო არასდროს ყოფილა. ხსენებული სამეულის გარდა საიტი ასახელებს ლეო მესის და...
პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე
ახლოვდება „ოქროს ბურთით“ დაჯილდოების ცერემონიალი. ის 26 ოქტომბერს ლონდონში უნდა გაიმართოს. წლეულს არნახულად ჩახლართული ვითარებაა, ფავორიტი არ არსებობს. ევროპულ მედიაში იბეჭდება მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ჟურნალისტების ინტერვიუები, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას თუ ვინ უნდა გახდეს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. საინტერესო იყო „ოქროს ბურთის“ 1991 წლის ლაურეატის ჟან-პიერ პაპენის მოსაზრებაც. მას მიაჩნია, რომ 2025-26...
მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
კილიან მბაპე დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ხშირად სხვადასხვა ხასიათის სკანდალში ეხვევა. „რეალის“ ვარსკვლავი ამ დღეებში პოლიტიკური ხმაურის ობიექტი გახდა. საქმე ის გახლავთ, რომ ესპანურმა კლუბებმა ჩაიცვეს მაისურები, რომლებზეც სეუტას მოსახლების მხარდამჭერი ლოზუნგი ეწერა, ფრანგმა კი ეს მაისური ისე მოირგო, რომ ლოზუნგი კარგად არ ჩანდა. სეუტა გახლავთ ესპანეთის ავტონომიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნახევარანკლავი მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, გიბრალტარის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც...
მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
კილიან მბაპე და ოსმან დემბელე საფრანგეთის ნაკრებში თანაგუნდელები, მოედანს მიღმა კი მეგობრები არიან, მაგრამ „ოქროს ბურთის“ მოახლოებულმა დაჯილდოებამ მათ შორის განხეთქილება ჩამოაგდო. ფრანგულ მედიაში დაწერეს, რომ ეს შეიძლება ეროვნული გუნდის თავკაცის ზინედინ ზიდანის პრობლემა გახდეს. აღიარებულია, რომ წლევანდელი „ოქროს ბურთი“ კამათის თემაა. მკაფიო ფავორიტი არ ჩანს. „ფრანს ფუტბოლმა“ გასულ სამშაბათს გამოაქვეყნა 30 კაციანი შორთ-ლისტი, რომელშიც,...
მბაპე: ნუთუ გოლების გატანს აჯობებდა ბევრი კილომეტრი მერბინა?
„ფრანს ფუტბოლისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში კილიან მბაპემ თქვა, რომ მას დაცვაში თამაშს უწუნებენ, მაგრამ ის ამ შეხედულებას არ იზიარებს. მოგეხსენებათ მბაპე ხვიჩა კვარაცხელიასთან და კიდევ 28 ნომინირებულ ფეხბურთელთან ერთად „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტია. თუკი მას ჯილდოს მოპოვებაში რამე ხელს შეუშლის ეს 2025-26 წლების სეზონში გუნდური ტიტულის გარეშე დარჩენა იქნება – არც „რეალს“ მოუგია რაიმე და არც...
მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
კილიან მბაპეს გასულ სეზონში ტიტული არ მოუგია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შედეგად, ის „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. დღეს მბაპეს კლუბი, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაში „ინტერს“ ხვდება. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე მადრიდელთაგან ჟურნალისტთა კითხვებს სწორედ ფრანგმა გასცა პასუხი. „როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხარ აუცილებლად გაკავშირებენ ინდივიდუალურ ჯილდოებთანაც. ქუჩაში ხალხი მაჩერებს და...
იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
საფრანგეთში მიაკვლიეს ვინმე 18 წლის კლემან ლ-ს, რომელიც კილიან მბაპესა და კიდევ რამდენიმე მდიდარი ადამიანის მოტაცებას აპირებდა. როგორც გაირკვა ის ციხიდან Snapchat-ით (აპლიკაციაა, რომლით გაგზავნილი ფოტოები და ვიდეოები მიღების მერე ქრება) ხელმძღვანელობდა დამნაშავეთა ჯგუფს. ინტერნეტში მან Lester Z დაირქვა. ციხეში კლემან ლ სხვა დანაშაულისთვის, სუტენიორობისა და ორი შეიარაღებული ძარცვის გამო იჯდა. უფრო სწორად ახლაც ზის....









