„ფრანს ფუტბოლისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში კილიან მბაპემ თქვა, რომ მას დაცვაში თამაშს უწუნებენ, მაგრამ ის ამ შეხედულებას არ იზიარებს.
მოგეხსენებათ მბაპე ხვიჩა კვარაცხელიასთან და კიდევ 28 ნომინირებულ ფეხბურთელთან ერთად „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტია. თუკი მას ჯილდოს მოპოვებაში რამე ხელს შეუშლის ეს 2025-26 წლების სეზონში გუნდური ტიტულის გარეშე დარჩენა იქნება – არც „რეალს“ მოუგია რაიმე და არც საფრანგეთის ნაკრებს. სამაგიეროდ ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საკმარისია კი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობა „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდოს მოსაგებად? როგორც ჩანს თავად ფეხბურთელს ჰგონია, რომ საკმარისია. მან თქვა:
„ნუთუ ჩემი გოლები დაცვაში მუშაობის ხარისხით და გარბენილი კილომეტრების რაოდენობით შეიძლება დაიჩრდილოს? მსგავსი დამოკიდებულება ნორმალური არ მგონია, მაგრამ ასეთია ჩემი ცხოვრება, ცხოვრება კაცისა, რომელიც წლების განმავლობაში სრულყოფილებასთან არის ახლოს. დიდი ხანია გამოვედი იმ ასაკიდან, როდესაც ჩემთვის ყველაფერი მოულოდნელობა და სიახლე იყო.
წლებია ყველამ იცის რა შემიძლია, მაგრამ სწორედ აქ ვეჯახებით ადამიანის ბუნებას. ხალხი ყოველთვის იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რა არ გააკეთა მავანმა და არა იმაზე, რა გააკეთა. ათი წელიწადია მწვერვალზე ვარ, გოლები გამაქვს, მაგრამ ეს ხალხს მიღწევა კი არა, ნორმა ჰგონია. ამის შემყურე „მილიონოით მწვრთნელი“, უკვე სხვა ნაკლის ძებნას იწყებს“.
შემდეგ მბაპემ აღნიშნა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს მაღალი შედეგიანობის მქონე ბომბარდირს შეუძლია თავის გუნდს რამე ავნოს.
„ეს მოსაზრება უაზრობაა. როდესაც გოლი ვერ გამაქვს ხალხი კითხულობს, რატომ ვერ გავაკეთე ეს. ფეხბურთელი, რომელსაც გოლები გააქვს თავისი გუნდისთვის პრობლემა ვერ იქნება, რადგან მე არ მინახავს გუნდს ტიტულებიი გოლების გატანის გარეშე მოეგოს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/09/2026 | 15:41ქოჩორას პირველი საგოლე პასი სევილიაში
აქეთურ-იქითური12/09/2026 | 08:45სწორად მოიქცა დე ლაურენტისი მწვრთნელად ალეგრი რომ დანიშნა?
მთავარი ამბავი12/09/2026 | 07:28კვარა, დემბელე და რუისი ერთ ინტერვიუში
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 14:15მბაპე: ნუთუ გოლების გატანს აჯობებდა ბევრი კილომეტრი მერბინა?