ჭდე: ფეხბურთი

Home ფეხბურთი
ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ
ჩანაწერი

ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ

footmercato-ში თორნიკე კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. ფრანგული პორტალი წერს, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ცუდი პერიოდი უდგას, რადგან „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მისი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და ბევრი თვის გამოტოვება მოუწევს. ეს ტრავმა სერიოზული დარტყმაა საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელსაც ნოემბრის შეხვედრებში დიდი დანაკლისის კომპენსაცია მოუწევს. და სიმბოლურია, რომ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში სწორედ ამ რთულ დროს გაიბრწყინა...

კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა
ჩანაწერი

კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა

„ფროზინონემ“ „ლეჩეს“ 5:1 მოუგო. გიორგი კვერნაძემ ერთი პენალტი მოიპოვა და ორი საგოლე პასი შეასრულა. საიტი sofascore წერს: „კვერნაძე ყველგან იყო, სადაც კი თავდამსხმელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მის მიერ შესრულებული ორი საგოლე პასიდან ორივე იყო სუფთა, დროული და ჭკვიანური გარღვევის შედეგი. მან შეასრულა 8 საკვანძო პასი – ყველაზე მეტი ამ შეხვედრაში. კარისკენ ექვსჯერ დაარტყა – კონტრშეტევაზე მუდმივად...

მბაპე ხალხს უზარმაზარ ფულს აკარგვინებს
ჩანაწერი

მბაპე ხალხს უზარმაზარ ფულს აკარგვინებს

ორშაბათს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კილიან მბაპე მაო ძედუნს დიქტატორს უწოდებს. სკანდალმა რამდენიმე დღეში დიპლომატიური კრიზისის სახე მიიღო. ის, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ამ დაუფიქრებელი ნათქვამის გამო მატერიალურად იზარალებს, ფაქტია: ბევრმა ჩინურმა კომპანიამ მასთან სპონსორული კონტრაქტი უკვე გაწყვიტა. „პარიზიენი“ წერს, რომ ისტორიას შეიძლება სხვა გაგრძელებაც ჰქონოდა. პარიზის მაღალი დონის დიპლომატიურ წრეებში იმედოვნებენ, რომ მბაპეს ბოდიშმა ვნებათაღელვა...

მამარდა – პენალტების გმირი
ჩანაწერი

მამარდა – პენალტების გმირი

 მამარდამ „ლივერპული“ ლიგის, იმავე „კარაბაოს“ თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. ქართველის წვლილი „ჩელსის“ გზიდან ჩამოცილებაში უდიდესი იყო, თუმცა ყველაზე ეფექტური მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში მოგერიებული ბოლო დარტყმა გახლდათ – ის რომ გაეშვა თამაში ლონდონელების გამარჯვებით დამთავრდებოდა, მაგრამ ქართველმა მოიგერია, მომდევნო დარტყმა კი „ჩელსის“ ფრანგმა მცველმა ვესლი ფოფანამ ააცილა . „ენფილდზე“ გამართული მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა 1:1. რეგლამენტის თანახმად...

ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს
ჩანაწერი

ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს

თვეების განმავლობაში კამათისა და მარჩიელობის შემდეგ გაირკვა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატის ვინაობა. ჯილდო 33 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მოიგო. მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი კილიან მბაპე, ხოლო მესამეზე, ხოლო მესამეზე ესპანელი ლამინ იამალი. ბრიტანეთში კეინის გამარჯვებას ბუნებრივია ყველა დიდი სიხარულით და აღტაცებით შეხვდა. „გარდიანმა“ დაწერა, რომ ეს გამარჯვება ინგლისის 25-წლიანი ლოდინის დასასრული იყო. შეგახსენებთ,...

პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
ჩანაწერი

პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?

„მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორთ-ლისტში „პარი სენ ჟერმენს“ 9 წარმომადგენელი ჰყავდა, ალბათობა იმისა, რომ ჯილდოს მისი ფეხბურთელი მოიგებდა დიდი არ ყოფილა“, – წერს ფრანგული საიტი footmercato, რომლის აზრით თავიდან ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის შანსები მაღალი ჩანდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა მცირდებოდა და მცირდებოდა. სამაგიეროდ იზრდებოდა პარიზელთა კონკურენტების, ლამინ იამალის, ჰარი კეინის და კილიან...

ნასრი: ეს იგივეა ფერან ტორესმა პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობა რომ მოაგებინოს…
ჩანაწერი

ნასრი: ეს იგივეა ფერან ტორესმა პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობა რომ მოაგებინოს…

„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ ინგლისის ნაკრებისა და „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მოიგო. როგორც ფრანგული ჟურნალის რედაქტორმა ვინსენტ გარსიამ თქვა გამარჯვებულმა მეორე ადგილზე გასულ კილიან მბაპეს 41-ზე ნაკლები ქულით გაასწრო, ეს კი ის რიცხვია, რომლითაც  2024 წელს როდრიმ ვინისიუს ჟუნიორს აჯობა. პრეტენდენტთა სიმრავლის გამო ამან ისედაც დაძაბული გარემო კიდევ უფრო დაძაბა. და რასაკვირველია გამარჯვებული ყველას მოსაწონი...

ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
ჩანაწერი

ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს

„პარი სენ ჟერმენს“ მორიგი უცნაური საღამო ჰქონდა – მაშინ, როდესაც ტელევიზორებთან მიჯაჭვული მსოფლიო ლონდონიდან  „ფრანს ფუტბოლის“ გალა საღამოს ტრანსლაციას უყურებდა, საფრანგეთის ჩემპიონი მოედანზე ოფლს ღვრიდა – „ლიონს“ ეთამაშებოდა. პარიზელებმა მოიგეს 2:0, მაგრამ… „პალადიუმის“ დარბაზში დამარცხდნენ, რამაც ბევრი გააბრაზა. ლონდონში პსჟ გასული სეზონის საუკეთესო კლუბად დაასახელეს და შესაბამისი ჯილდოც გადასცეს, მაგრამ მთავარ ნომინაციაში მისი ფეხბურთელები გამარჯვებულ...

კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
ჩანაწერი

კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია

ჰარი კეინი გახდა 2001 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიგო. 2001-ში მაიკლ ოუენმა გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალი ლინდონის „პალადიუმში“ გაიმართა.   „ბაიერნის“ 33 წლის თავდამსხმელი მეხუთე ინგლისელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. კეინამდე იყვნენ სტენლი მეტიუზი (1956), ბობი ჩარლტონი (1966), კევინ კიგანი (1978, 1979) და ზემოთ ხსენებული ოუენი. დიდი ბრიტანეთიდან „ოქროს ბურთს“...

ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
ჩანაწერი

ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე

„ბარსელონა“ კილიან მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორეა – წერს AS და ნათქვამს სტატისტიკით ამაგრებს: ფრანგმა „კატალონიის სიამაყეს“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა. ამაზე მეტი „რეალის“ ფორვარდს მხოლოდ „მონპელიეს“ კარში აქვს გატანილი – 15, ოღონდ 15 თამაშში. ის, რომ მბაპემ „ბარსას“ 11 შეხვედრაში 14 გოლი გაუტანა სულაც არ ნიშნავს, რომ მისმა გუნდმა თერთმეტივე შეხვედრა მოიგო. აქ...