მამარდა – პენალტების გმირი

მამარდა – პენალტების გმირი

 მამარდამ „ლივერპული“ ლიგის, იმავე „კარაბაოს“ თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. ქართველის წვლილი „ჩელსის“ გზიდან ჩამოცილებაში უდიდესი იყო, თუმცა ყველაზე ეფექტური მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში მოგერიებული ბოლო დარტყმა გახლდათ – ის რომ გაეშვა თამაში ლონდონელების გამარჯვებით დამთავრდებოდა, მაგრამ ქართველმა მოიგერია, მომდევნო დარტყმა კი „ჩელსის“ ფრანგმა მცველმა ვესლი ფოფანამ ააცილა .

„ენფილდზე“ გამართული მატჩის ძირითადი დრო დამთავრდა 1:1. რეგლამენტის თანახმად ამ შეჯიბრებაში დამატები დრო არ ინიშნება.

ეს იყო პენალტების მატჩი. მეტოქეებმა შეხვედრის მსვლელობისას გატანილი ის თითო გოლიც თერთმეტმეტრიანი დარტყმებით გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს, სამწუთიან მონაკვეთში ჯერ მორგან როჯერსმა დააწინაურა სტუმრები, შემდეგ კი კოდი გაკპომ წონასწორობა აღადგინა.

მეოთხედფინალში „ლივერპული“ „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

liverpoolecho-მ გიორგი მამარდაშვილს 8 ქულა დაუწერა და მისი თამაში სიტყვიერად ასე აღწერა: „პირველ ტაიმში პენალტი გაუშვა, სხვა საქმე კი არ ჰქონია. მეორეში როჯერსს აუღო კარგი დარტყმული, მარკო პალესტრას ბრწყინვალე რეაქციით არ გაატანინა და პენალტების სერიის გადამწყვეტ მომენტში ემანულე ემეგას დარტყმა მოიგერია.

thisisanfield-ის ვერსიით მამარდაშვილს 7 ქულა ეკუთვნოდა. საიტი წერს: „როჯერსის პენალტის მოგერიების შანსი არ ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით იმავე შემტევ ნახევარმცველს ისეთ დროს აუღო, როდესაც სხვა ყველა უკვე გაჩერებული იყო (ჯარიმა ეგონათ). „სამუშაო“ დარტყმა მოიგერია პედრო ნეტოსა და ჩინებული დარტყმა მოიგერია პალესტრასგან. სათადარიგო მეკარისთვის, რომელსაც კარგი სანაკრებო რეპუტაცია აქვს მშვენივრად ითამაშა. პენალტების სერიაში ემეგას აუღო და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

Liverpool-ის შეფასებაც 7 ქულაა: „ქართველმა მეკარემ კონკურენციაში ადგილი შეინარჩუნა. ბურთის განაწილების დროს არ რისკავდა. მოგერიებების თვალსაზრისით ითამაშა ისე, როგორც მისგან ელოდნენ, შემდეგ კი პალესტრას ერთი მართლა ძალიან კარგი ბურთი აუღო. პენალტების სერიაში ემეგას დარტყმულიც კარგად მოიგერია“.

სხვა საიტებმა მამარდაშვილის თამაში ასე შეაფასეს: flashscore – 7.6; sofascore  – 7.5; whoscored – 6.5.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.