კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
გიზი მამაგეიშვილი – ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი
ჩანაწერი

გიზი მამაგეიშვილი – ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი

მაშ ასე: 2025-2026 წლების სეზონში საქართველოს ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტი – ავსტრიული „შტურმის„ 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი… 72 სპორტული ჟურნალისტის გამიკითხვის შედეგად გიზიმ ირაკლი ეგოანს სულ ერთი ხმით აჯობა, რაც „სარბიელის“ ტრადიციული და ყველაზე პრესტიჟული გამოკითხვის ისტორიაში პირველად მოხდა. 30-29 – ხმათა ასეთი გადანაწილებით მოიგო გიზი მამაგეიშვილმა, რაც მასზე ალალი და უსაყვედუროა. ეროვნულ გუნდში გიზის დებიუტი ბაჰრეინთან...

კანავარო: ჩვენ დროს უფრო დაუნდობელი ფეხბურთი იყო
ჩანაწერი

კანავარო: ჩვენ დროს უფრო დაუნდობელი ფეხბურთი იყო

ვინ წარმოიდგენდა 2006 წელს, რომ გავიდოდა 20 წელიწადი და მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდებოდა გუნდი, რომელიც მუნდიალზე ზედიზედ სამჯერ ვერ მოხვდა. იმ წელიწადს კი ტრიუმფატორ „სკუადრა აძურას“ ფაბიო კანავარო კაპიტნობდა, რომელმაც იმავე წელიწადს „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიგო. მიმდინარე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კანავარო უზბეკეთის ნაკრებს ედგა სათავეში. უზბეკეთი ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. შინ დაბრუნებულმა კანავარომ...

This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
ჩანაწერი

This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ ფანფარების თანხლებით შეიძინა, ის ალისონის ტახტის მემკვიდრედ მიაჩნდათ, მაგრამ გავიდა ერთი წელიწადი და ვერდიქტი ჯერ კიდევ გამოსატანია. არის რაღაც განსაკუთრებული ტოპ ფეხბურთელთან ძვირიან, წინასწარ გარიგებაში. ეს უნებლიედ იწვევს დამატებით ხმაურს, მოლოდინს ან, როგორც დღევანდელი ახალგაზრდობა ამბობს, გარიგების გარშემო სპეციფიკურ აურას ქმნის. გაიხსენეთ ნაბი კეიტას შემთხვევა. „ლივერპულს“ ისე უნდოდა მის მოთხოვნებთან იდეალურად მორგებული...

ქარხნის მუშის გაბრწყინება
ჩანაწერი

ქარხნის მუშის გაბრწყინება

დიდი ხანი არ არის მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მას საჯაროდ აკრიტიკებდა, მაგრამ ეთნიკურად იეზიდი დენიზ უნდავი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ამტკიცებს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. მან კოტ დ’ივუარის ნაკრების კარში ორი გოლი გაიტანა, ჩამორჩენა შემოატრიალა და „ბუნდესმანშაფტი“ ფლეი-ოფის სტადიაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ გერმანელები ბოლო ორ მუნდიალზე, 2018 და 2022 წლებში...

დროშებს და ჰიმნებს მიღმა
ჩანაწერი

დროშებს და ჰიმნებს მიღმა

ფრანგულ footmercato-ს მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო დიპლომატიური კრიზისის და დაძაბულობის კერა იყო, ვიდრე კარს მომდგარი ფესტივალი. ბევრმა დელეგაციამ აშშ-ში შესვლის პროცედურა გააპროტესტა. ზოგს მათთვის გამოყოფილი ბაზები არ მოეწონა. სომალელი მსაჯი ომარ არტანი საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ერაყელი თავდამსხმელი აიმენ ჰუსეინი ჩიკაგოში რამდენიმე საათით დააკავეს, მისი გუნდის ფოტოგრაფი კი ქვეყანაში უბრალოდ არ შეუშვეს. სენეგალის,...

დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
ჩანაწერი

დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს

ფინალს მოგება უნდა. ეს ლუის ენრიკემ ძალიან კარგად იცის. მან 18 ფინალში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 16 მოიგო. ბუდაპეშტში  „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე ფინალის მოგებამ ესპანელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად აქცია. ცალკეა სალაპარაკოა, თუ როგორ მოაგებინა მან პარიზელებს ეს ტიტული, რამდენი სირთულე გადალახა დიდი მიზნის მისაღწევად. წინა სეზონი „პარი სენ ჟერმენმა“...

წაუგებელი აღარავინაა
ჩანაწერი

წაუგებელი აღარავინაა

ეროვნული ლიგის მე-6 ტური, წინამორბედის არ იყოს, ამჯერადაც ერთ დღეში ჩაეტია. ხუთივე მატჩი სამშაბათს, 7 აპრილს გაიმართა. ხუთიდან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამისდაკვალად, მათ 10 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „სპაერს“ გაუთანაბრდნენ, თან მათზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს. 8-ქულიანი „სამგურალი“ მესამე ადგილზეა. „სპაერი“ კიდევ ერთ დებიუტანტ „მეშახტეს“ უგოლოდ...

1 ევროპული და 5 ფრანგული
ჩანაწერი

1 ევროპული და 5 ფრანგული

ევროპაში საკლუბო თასების მერვედფინალი გაიმართა, ხოლო საფრანგეთში პრო დ2-ის 25-ე ტური შედგა. ჩელენჯ თასზე ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში – ერთბაშად 5! ჩემპიონთა თასი „ტულონმა“ სამხრეთაფრიკულ „სთორმერზს“ უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით აჯობა – 28:27. მიხეილ შოშიაშვილის კარიერა ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ნებისმიერს შეშურდება – 19 წლის მესამეხაზელმა ტოპ 14-ისა და...

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია
ჩანაწერი

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან...

შორეული იმედები
ჩანაწერი

შორეული იმედები

4 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ ახალ წამოწყებაში – ერთა თასში ჩაებმება. მოგეხსენებათ, რაგბის გლობალურმა მმართველებმა ეროვნული ნაკრებები 12-გუნდა „იარუსებად“, იგივე „ტიერ“-ებად ფაქტობრივად ოფიციალურად დაჰყო და ბორჯღალოსნებს შოტლანდიელებთან თუ სამხრეთაფრიკელებთან ტესტებთან გამოთხოვება ოფიციალურადვე მოუწევთ. ადგილი მსოფლიო რაგბის მეორე თორმეტეულში მიგვეჩინა და 4 ივლისს ეს მეორეხარისხოვანი დუჟინი საკუთარ წვენში ხარშვის მორიგ სტადიას შეუდგება. მოკლედ, 4...