კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
ჩანაწერი

შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა

გასულ უქმეებზე საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ევროპის ამ უძლიერეს შიდა ტურნირებში 3 ქართული ლელო დაფიქსირდა: ერთი ტოპ 14-ში და ორიც – პრო დ2-ში. ტოპ 14 „ტულონის“ ახალი წლის დადგომამდე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან 5-ის წაგების პირობებში ფრანგული რაგბის გრანდი ცხრილში მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6...

ახალი კაპიტანი
ჩანაწერი

ახალი კაპიტანი

26 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, სადაც საქართველოს ნაკრები ისრაელს  დაუპირისპირდება, ჟურნალისტთა კითხვებს ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს: ვილი სანილი: ერთა ლიგა სექტემბერში იწყება, იქამდე დიდი დროა. გუნდში მსუბუქი ატმოსფეროა, მაგრამ მოდუნების საშუალებას არ იძლევა. გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე მცირე პრობლემებით მოვიდნენ, ფინალი რომ იყოს აუცილებლად ითამაშებდნენ, მაგრამ ახლა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ ითამაშებენ...

კალანდაძე შაბათს ელის
ჩანაწერი

კალანდაძე შაბათს ელის

19 და 21 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის მატჩებს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებს. თავდაპირველად მატჩები საქართველოსა და ისრაელში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ორივე თამაშს საქართველო, კერძოდ კი, თელავი უმასპინძლებს. ორივე გუნდი უკვე კახეთშის მთავარქალაქშია და მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ისრაელის ნაკრებმა ვარჯიში დახურა, საქართველოს ნაკრებმა – მცირე ხნით...

მოულოდნელი ლიდერი
ჩანაწერი

მოულოდნელი ლიდერი

რაღაც უცნაურად დაიწყო ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი. ვინც ცხრილში ზემოთ უნდა იყოს, ქვემოთაა და პირიქით. დებიუტანტმა „სპაერმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით. ამჯერად მათ „სამგურალი“ დაამარცხეს 4:1, 9 ქულა მოაგროვეს  და კვლავ ლიდერობენ გათამაშების ცხრილს. 4 პუნქტით უსწრებენ უშუალო მდევარ თბილისის „დინამოს“ და მართალია, მეტოქეებზე ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს, მინიმუმ ერთი ტურის განმავლობაში ისევ...

სამყაროს მინი-მოდელი
ჩანაწერი

სამყაროს მინი-მოდელი

მოხდა ის, რის საშიშროებაც დიდი ხანია არსებობდა და რის შესახებაც საუბარს „სარბიელი“ არასდროს მორიდებია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დომინაციას ტიერ 2-სა და კერძოდ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, წერტილი დაესვა. იმედია, დროებით, თუმცა დღეს ფაქტია – 17-გზის ჩემპიონმა ბორჯღალოსნებმა კვირას მადრიდში პორტუგალიელ „მგლებთან“ 17:19 წააგეს და ტიტულიც დაკარგეს. ეს ლოგიკურიც იყო – ადრე თუ გვიან, ფეხი რომ დაგიცდება...

მხოლოდ ჩემპიონობისთვის
ჩანაწერი

მხოლოდ ჩემპიონობისთვის

კვირას, 15 მარტს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სატელიტ-ქალაქ ლეგანესში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 14-ათასკაციან „ესტადიო ონტაიმ ბუტარკეს“ იმ დღეს დიდი რაგბობა ელის. საფეხბურთო კლუბ „ლეგანესის“ საშინაო არენაზე ჯერ ესპანეთი და რუმინეთი გამოავლენენ მესამეადგილოსანს, ხოლო 21:45-ზე ფინალში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ჩემპიონის გამოავლენას შეუდგებიან. პორტუგალიელი „მგლები“ ბორჯღალოსნებისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევიან. ამ გუნდების 27 შეხვედრიდან...

სრული ტური
ჩანაწერი

სრული ტური

გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ამჯერად ყველა შეხვედრა ჩატარდა. მოგეხსნებათ, პირველ ტურში დიდთოვლობის გამო სამი თამაში გადაიდო და ისინი 11 მარტს გაიმართება. გამარჯვებით გახსნა სეზონი ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, „იბერიამ.“  თანაც გუგა ნერგაძის გუნდმა შარშანდელი მთავარი კონკურენტი, გორის „დილა“ დაამარცხა. იბერიელებმა გიორგი ჯინჯოლავას გატანილი პენალტით 1:0 მოიგეს. სხვათა შორის, ტრადიცია გაგრძელდა:...

წინ მადრიდი და ფინალია
ჩანაწერი

წინ მადრიდი და ფინალია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება. მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო...

პირველი და მეასე
ჩანაწერი

პირველი და მეასე

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართული რაგბისთვის ერთობ სიმბოლური ფაქტი დაფიქსირდა: ბოლო წლების საუკეთესო ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა ბექა გორგაძემ ევროპის უძლიერეს ლიგაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალი თაობის გამორჩეულმა წარმამოადგენელმა, 20-წლამდელთა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავგამოჩენილმა მიხეილ შიოშვილმა „ტულონის“ კვართი ოფიციალურ მატჩში პირველად მოირგო, რამაც ამ დიად კლუბში დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ასე უნებლიედ გამოუვიდათ ფრანგებს...

ამსტერდამში ერთი დებიუტანტით
ჩანაწერი

ამსტერდამში ერთი დებიუტანტით

საქართველოს ბორჯღალოსნები კვირას, 15 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავენ. მარკო ბორტოლამის ბიჭები 16 საათზე ნიდერლანდების ნაკრებს შეერკინებიან, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 33:51. საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფის ლიდერია, რადგან პირველ ტურში უფრო დიდი სხვაობით იმარჯვა – შვეიცარია ივერდონში 54:3 დაამარცხა. ქართველთა 34-კაციანი გაფართოებული...