რაღაც უცნაურად დაიწყო ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი. ვინც ცხრილში ზემოთ უნდა იყოს, ქვემოთაა და პირიქით.
დებიუტანტმა „სპაერმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით. ამჯერად მათ „სამგურალი“ დაამარცხეს 4:1, 9 ქულა მოაგროვეს და კვლავ ლიდერობენ გათამაშების ცხრილს. 4 პუნქტით უსწრებენ უშუალო მდევარ თბილისის „დინამოს“ და მართალია, მეტოქეებზე ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს, მინიმუმ ერთი ტურის განმავლობაში ისევ დარჩებიან პირველ ადგილზე.

მათ მწვრთნელ ანზორ კიღურაძეზეც ვღქვათ. 35 წლის სპეციალისტი, ფაქტობრივად „კაცი არსაიდან.“ იყო „ვარკეთილი,“ შემდეგ „ორბი“ და ბოლოს „სპაერი,“ სადაც ის 2024 წლის აგვისტოდან მუშაობს. ამასობაში სპაერელებმა, ჯერ კიდევ დაბალ ლიგაში ყოფნის დროს საქართველოს თასი მოიპოვეს და ევროტურნირზეც ითამაშეს.
რაც მთავირა. გუნდი სწორ, გამართულ ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩვენ ჩემპიონატში არცთუ ხშირი სანახავია.
საერთოდ მიმდინარე სეზონში ერთობ თამამი დებიუტანტები გვყავს. პირველ სამეულში ორი ყოფილი დაბალლიგელია: „სპაერი“ ლიდერია, „მეშახტე“ კი მესამე ადგილზე დგას. არასრულ 4 ტურში „მეშახტე“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუშვია. ტყიბულში წარმატებით მუშაობს ლადო ბურდული.
ასევე უცნაურად გამოიყურება ცხრილის ქვედა ნაწილიც, სადაც ბოლო წლების ტიტულის მაძიებლები განთავსდნენ. „დილა“ ბოლოსწინა ადგილზეა, „ტორპედო“ – ბოლოზე.

„ტორპედო“ 4 მატჩში მესამედ დამარცხდა, ამჯერად 0:1 სწორედ „დილასთან“ და გასაკვირიც არ არის ის უკმაყოფილება, რომელსაც გულშემატკივრები სოციალურ ქსელში გამოხატავენ.
აშკარაა, რომ ქუთაისელებს სხვასთან ერთად მომენტების რეალიზაციის პრობლემა აქვთ. მათ აშკარად დააკლდათ ბოლო ორი ჩემპიონატის მთავარმეგოლე, ნორვეგიელი ბიორნ იონსენი, რომელიც კარიერას საუდურ „ალ-ვეჰდაში“ აგრძელებს.
რუსთავი 1:2 გაგრა
1:0 ჟან სოუზა დე ალმეიდა (8), 1:1 ანდრეიჩუკი (59), 1:2 მუჯირი (85)
გაძევება: ზიტა (86) – ტორპედო
სპაერი 4:1 სამგურალი
1:0 ჩაგუნავა (7), 2:0 ასკურავა (66), 3:0 კოხრეიძე (6), 3:1 მეგრელიშვილი (71), 4:1 სამხარაძე (83 პენ)
გაძევება: აბდულ ქაბია (51) – სამგურალი
დილა 1:0 ტორპედო
1:0 მენთეშაშვილი (4)
მეშახტე 0:0 ბათუმი
იბერია 0:0 დინამო
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
