რაღაც უცნაურად დაიწყო ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი. ვინც ცხრილში ზემოთ უნდა იყოს, ქვემოთაა და პირიქით. დებიუტანტმა „სპაერმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით. ამჯერად მათ „სამგურალი“ დაამარცხეს 4:1, 9 ქულა მოაგროვეს და კვლავ ლიდერობენ გათამაშების ცხრილს. 4 პუნქტით უსწრებენ უშუალო მდევარ თბილისის „დინამოს“ და მართალია, მეტოქეებზე ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს, მინიმუმ ერთი ტურის განმავლობაში ისევ...
