ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე უნგრეთს დაუხვდა და 0:2 დამარცხდა.
ცუდი პირველი ტაიმი არ გვქონია. ბურთის კონტროლი ჩვენი იყო და თითქმის ყველაფერს სწორად ვაკეთებდით, მაგრამ საჯარიმომდე, შემდეგ კი, ბოლო პასი გვიჭირდა. ტაიმის ბოლოს შევაგდეთ, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. გატანა გიორგი კვერნაძესაც მართებდა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა.
მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა. ბურთის კონტროლი უკვე მადიარებმა დაიწყეს და სიმწვავეს მოუმატეს და ჩვენს კართან საკმაოდ „დაცხა“: სტანდარტულის შემდეგ უნგრელებმა კარში დაარტყეს და გოლისგან ნიკა გაგნიძემ გვიხსნა; მალევე საბა გოგლიჩიძეს ბურთი აეჭრა და საკუთარი კარისკენ გაგზავნა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა; უნგრელთა კიდევ ერთი შეტევა და თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მამარდაშვილის კარს ოდნავ ასცდა; ვეღარ გავუძელით – კიდევ ერთი სტანდარტი და 73-ე წუთზე ლაშა დვალის ავტოგოლი.
რამაზ სვანაძემ მდგომარეობის გამოსწორება სამმაგი ცვლილებით სცადა. ვერაფერი შევცვალეთ. მეტიც, უნგრელებმა შეტევაში გართულები კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და ბარნაბას ვარგამ მეორე გაგვიტანა…
ჩვენ კი ოფიციალურ მატჩში ბოლოს გოლი გასული წლის 18 ნოემბერს გავიტანეთ…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სარბიელი14/11/2026 | 23:05მორიგი მშრალი მარცხი
სიახლეები13/11/2026 | 21:58რამაზ სვანაძე – რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:38მამუს საუკეთესო მატჩი
სიახლეები09/11/2026 | 20:30რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
