NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გამართა. სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ „ატლანტა ჰოუქსს“ სტუმრად 124:114 მოუგო, რაშიც ჩვენებურის წვლილი საკმაოდ დიდი იყო. მეტიც – სანდრომ „ლეიკერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
მამუმ პარკეტზე 32:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა ხუთიდან ორი ორქულიანი, რვიდან ხუთი სამქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. პასივში კი, მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სანდროს მოედანზე ყოფნის დროს, ლეიკერესმა მეტქეზე 20 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, რაც უახლოეს მდევარზე 12 ქულით მეტია.
ლუკა დონჩიჩს (32 ქულა, 8 მოხსნა, 10 პასი, 5 ჩაჭრა), რომელსაც სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა, ეს მაჩვენებელი მხოლოდ +4 აღმოაჩნდა.
ახლა ლეიკერსი 10 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. სანდროს გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს. გუნდთან, რომელმაც თავის დროზე სანდრო დრაფტზე აიყვანა.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:38მამუს საუკეთესო მატჩი
სიახლეები09/11/2026 | 20:30რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
სიახლეები06/11/2026 | 14:34აპოლომ აპოლონს მოუგო
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
