რას უწუნებდა ჩავი დემბელეს?

რას უწუნებდა ჩავი დემბელეს?

ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი ჩავი 2021-2024 წლებში „ბარსელონას“ ედგა სათავეში.  სწორედ იქ მოხვდა მის განკარგულებაში 2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ოსმან დემბელე, რომელმაც „კამპ ნოუზე“ 2017-2023 წლები გაატარა. ჩავისა და დემბელეს ურთიერთობასთან დაკავშირებული ისტორია პოდკასტ Offsiders-ში გვინეელმა ვეტერანმა ელბერტო ედიოგომ გაიხსენა. ედჯოგო ტელეკომპანია DAZN -ში მიმომხილველად მუშაობს

ჩავის „ბარსაში“ მუშაობის წლებში ედიოგოსა და DAZN-ის რამდენიმე ანალიტიკოსს ჩავისთან კერძო შეხვედრა ჰქონია. ისინი შეკრებილან რათა განეხილათ ერთი ტაქტიკური საკითხი, კერძოდ ჩავის ორიგინალური გადაწყვეტილება დაცვის ფაზაში ნახევარმცველებთან ერთ ხაზზე გარემარბები კი არა, განაპირა მცველები დამდგარიყვნენ. როდესაც სიტყვამ დემბელე მოიტანა კატალონიელმა თქვა: „მას ბევრი ძლიერი თვისება აქვს, მაგრამ პრესინგის თამაში არ შეუძლია. ის ბურთის მოძრაობას წინ ისე ვერ ეღობება, რომ მეტოქის განაპირა მცველი იძულებული გახდეს ფლანგიდან შუაში შევიდეს. ამ როლში ფრენკი დე იონგი უფრო მომწონს“.

ედიოგოს აზრით ეს ნათქვამი ცხადჰყოფს, რომ ჩავის დემებელს უნარები დიდად არ მოსწონდა. ზოგადად კატალონიელი ფეხბურთელების შეფასებისას ზუსტ ანალიტიკურ სისტემას ეყრდნობოდა და ამბობდა, რომ დემბელეს მოქმედებათა 60% წარუმატებელია, თუმც დანარჩენ 40%-ში შედიოდა სახიფათო მომენტები, რომელთაგან 10% საგოლე იყო.

მას მერე რაც ფრანგი „ბარსელონადან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, მისი თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ედიოგოს თქმით ახლა დემბელე გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია და დიდწილად სწორედ იმიტომ, რომ ჩინებულად ერთვება პრესინგში.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.