„მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორთ-ლისტში „პარი სენ ჟერმენს“ 9 წარმომადგენელი ჰყავდა, ალბათობა იმისა, რომ ჯილდოს მისი ფეხბურთელი მოიგებდა დიდი არ ყოფილა“, – წერს ფრანგული საიტი footmercato, რომლის აზრით თავიდან ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის შანსები მაღალი ჩანდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა მცირდებოდა და მცირდებოდა. სამაგიეროდ იზრდებოდა პარიზელთა კონკურენტების, ლამინ იამალის, ჰარი კეინის და კილიან...
ჭდე: ოსმან დემბელე
დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
„პარი სენ ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრის მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა. ქართველმა გარემარბმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს და მერე ბევრი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის აღდგენაზე იზრუნოს. ამ ამბავმა კი თითქოს დაჩრდილა, რომ იმავე შეხვედრაში კიდევ ორი პარიზელი ფეხბურთელი დაშავდა – მარკინიოსი და ოსმან დემბელე. ბრაზილიელი მატჩის ბოლო წუთზე ილია ზაბარნიმ შეცვალა – მას მარჯვენა ბარძაყის პრობლემა აქვს...
ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი
„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ჰკითხეს. ის დანიაში ევროპის კლუბთა ასოციაციის კონგრესზე იმყოფება, ორგანიზაციის თავმჯდომარეა, „თქვენ ახლა სხვა კლუბებთან დამაპირისპირებთ, – უპასუხა ალ-ჰელაიფიმ ღიმილით, – მე ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ იქნება ეს კილიან მბაპე თუ იამალი, ისინი განსაკუთრებულები არიან. კილიანს ბუნებრივია ძალიან კარგადაც ვიცნობ, ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია, აშკარად მსოფლიოში...
კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელი 25 წლის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზული კლუბის ლეგენდაა. ის „პარკ დე პრენსზე“ 2025 წლის იანვარში ჩავიდა და მას მერე 87 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. მისი მონაგარია 20 საგოლე პასიც. კვარა პსჟ-ს არაერთი გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. BBC-თვის ოსმან დემბელესთან ერთად მიცემულ ინტერვიუში მან „რუბინიდან“ „ბათუმში“, იქიდან კი 2022 წელს...
კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
ადრე ასე თუ ისე ხვდებოდნენ, ვინ გაიმარჯვებდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, ახლა კი სრული გაურკვევლობაა. კანდიდატი რამდენიმეა; მათ შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ ჩანს. 100 ხმოსან ჟურნალისტს „ფრანს ფუტბოლის“ ანკეტების გაგზავნის ბოლო ვადა 28 სექტემბრამდე აქვს. პარასკევს კანდიდატებთან, ოსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიასთან Ligue 1+ -მა ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავებმა ერთმანეთი აქეს. ტექსტი,...
მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
კილიან მბაპე და ოსმან დემბელე საფრანგეთის ნაკრებში თანაგუნდელები, მოედანს მიღმა კი მეგობრები არიან, მაგრამ „ოქროს ბურთის“ მოახლოებულმა დაჯილდოებამ მათ შორის განხეთქილება ჩამოაგდო. ფრანგულ მედიაში დაწერეს, რომ ეს შეიძლება ეროვნული გუნდის თავკაცის ზინედინ ზიდანის პრობლემა გახდეს. აღიარებულია, რომ წლევანდელი „ოქროს ბურთი“ კამათის თემაა. მკაფიო ფავორიტი არ ჩანს. „ფრანს ფუტბოლმა“ გასულ სამშაბათს გამოაქვეყნა 30 კაციანი შორთ-ლისტი, რომელშიც,...
კვარა, დემბელე და რუისი ერთ ინტერვიუში
ისინი სამივენი „ოქროს ბურთის“ კანდიდატები არიან. სამივე „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელია: ოსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და ფაბიან რუისი. The Athletics-მა გადაწყვიტა ინტერვიუზე სამივე ერთად დაესვა. ინტერვიუ პარასკევს ონლაინ გამოქვეყნდა. საუბარი ფრანგი თანაგუნდელის ოსტატობაზე ლაპარაკით დაიწყო. „სანამ პარიზში ჩამოვიდოდი ასეთი არაფერი მენახა, – თქვა აღფრთოვანებულმა კვარამ, – ის განსაკუთრებით ნიჭიერია. მას აქვს უნარი ითამაშოს ორივე ფეხით....
ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით
„პარი სენ ჟერმენმა“ შინ „მონაკოსთან“ 1:2 წააგო, მაგრამ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ვითარების დრამატიზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა: „რა არის სათქმელი, როდესაც ასეთ მატჩს ფიზიკურად მოუმზადებელი თამაშობ? ფეხბურთს ახასიათებს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი პერიოდები და ეს უნდა მიიღო როგორც მოცემულობა. ასეთ დროს არ გიმართლებს. მე ყურადღება მივაქციე, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი...
ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
საფრანგეთში ოსმან დემბელესა და ლუის ენრიკეს გარშემო ლაპარაკი არ წყდება. ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენი“ რენში 0:2-ს აგებდა. პირველი ტაიმის შემდეგ ლუის ენრიკემ ოსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. დემბელეს შეცვლამ დიდი ხმაური გამოიწვია, დიდწილად ალბათ იმიტომ, რომ მის ნაცვლად შესულმა ფერან ტორესმა ორი გოლი შეაგდო და გუნდი...
ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ოსმან დემბელე ბოლოს და ბოლოს დაისვენებსო, წერს „პარიზიენი“ – „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადაწყვიტა ვარსკვლავი პარასკევს ლილში არ ათამაშოს. მან დემბელე ოთხშაბათის ვარჯიშისგანაც გაათავისუფლა, შემდეგ კი, შაბათს და კვირას ისედაც მთელი გუნდი ისვენებს. დემბელეს არდადეგების შესახებ კლუბმა ოფიციალურ X პლატფორმაზე დაწერა: „მწვრთნელთან და სპორტულ მენეჯმენტთან შეთანხმებით ოსმან დემბელე...









