რენში 1:3 მარცხით გაწბილებულმა ოსმან დემბელემ Ligue 1+თან ინტერვიუში ბრაზი ვერ დამალა. როგორც ჩანს 2025 წლის „ოქროს ბურთის’’ ლაურეატს თანაგუნდელებმა მოუშალეს ნერვები. „ძალიან ცუდად დავიწყეთ, – თქვა პარიზელთა ერთადერთი გოლის ავტორმა, – მეტი ჟინის გამოვლენა გვმართებდა. ჩვენ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ უნდა ვთამაშობდეთ. თუ მარტო საკუთარი თავისთვის ვითამაშებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ასე ტიტულს ვერ მოვიგებთ. შარშან ჯერ...
ჭდე: ოსმან დემბელე
დემბელე: ბალერდი ნაგავია
არ წყდება ლაპარაკი „ლე კლასიკის’’ შესახებ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ 5:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შევიდა და 5 წუთში არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, მაგრამ პარიზელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ყველა გამოკითხვის თანახმად 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ოსმან დემბელემ შეიტანა, რომელმაც ორი გოლი თავად შეაგდო და პლუს კვარაცხელიას ჩინებული საგოლე...
საფრანგეთში ინტერნეტი გადაიტვირთა
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ინტერნეტი ოსმან დემბელეს მომავალზე მსჯელობით გადაიტვირთა. 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს „პარი სენ ჟერმენთან’’ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად კლუბმა თავდამსხმელს თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც მან უარით უპასუხა. „პარიზიენმა’’ დაადგინა, რომ საქმე მთლად ასე არ არის. დიახ, პსჟ-ს ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა, მაგრამ ჯერ კონკრეტული...
რა ხდება დემბელეს და ბარკოლას თავს?
„პარი სენ ჟერმენს’’ ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. ეს ორი ფეხბურთელი ამჟამინდელი კონტრაქტების თანახმად „პარკ დე პრენსზე’’ 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს, მაგრამ რა მოხდება მერე? მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ეტაპზე პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში მოთამაშეთა ხელშეკრულებების მოწესრიგებით არის დაკავებული. ითქვა, რომ პსჟ-მ ურთიერთობა გაარკვია ორ ფეხბურთელთან, ოღონს ამის შესახებ...
დემბელე ფიფასთვისაც საუკეთესოა
„ოქროს ბურთის’’ მფლობელ ოსმან დემბელეს 2025 წელს მსოფლიოში ბადალი მართლა რომ არ ჰყავდა ფიფას გამოკითხვამაც დაადასტურა ― 16 დეკემბერს დოჰაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კიდევ ერთი უდიდესი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ამ გამოკითხვაში ხმას აძლევენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ნაკრები გუნდების კაპიტნები და მწვრთნელები. შარშან ფიფას საუკეთესო ვინისიუსი იყო. დემბელეს გარდა შორტ-ლისტში მოხვდნენ პსჟ-ს ფეხბურთელები...
დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის
ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა. თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს მოედანზე ვიხილავთ. დემბელემ პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა. როგორც ფრანგული მედია წერს, მას მარცხენა ფეხის წვივი...
ერიკ როა: დემბელეს წარმატებაში ბრესტს დიდი წვლილი აქვს შეტანილი
„ბრესტი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. მისმა მწვრთნელმა ერიკ როამ მატჩის წინა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც „ოქროს ბურთის’’ ლაურეატის ოსმან დემბელეს შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: „მისი წარმატება ძალიან მიხარია, რადგან ის კარგი ბიჭი და დიდებული ფეხბურთელია. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ დემბელეს წარმატება მხოლოდ „პარი სენ ჟერმენის’’ კარგმა თამაშმა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ კი არ...
ლუის ენრიკე: მე დემბელე მინდა და არა ოქროს ბურთი
ლუის ენრიკესთვის „ოქროს ბურთის’’ სიგიჟე დამთავრებულია. ორშაბათს „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცს ჰკითხეს, დაუბრუნდება თუ არა მოედანს ოსმან დემბელე, რომელიც სექტემბრის დასაწყისიდან დაშავებულია. დემბელე 22 სექტემბერს თეატრ „დიუ შატლეში’’ „ფრანს ფუტბოლის’’ მთავარი პრიზით დააჯილდოვეს. მან Canal + ის კორესპონდენტს უპასუხა: „თქვენ მოვლენებს სხვანაირად აღიქვამთ. ის „ოქროს ბურთი’’ კი არა ოსმან დემბელეა. ჩვენს გუნდს სწორედ დემბელეს ხასიათი...
დემბელე მოედანს უბრუნდება
ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ მფლობელის რანგში პირველ თამაშს სამშაბათს „ბაიარენაზე’’ „ლევერკუზენის’’ წინააღმდეგ ჩაატარებს. „პარიზიენმა’’ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ ფრანგი თავდამსხმელი მზად არის „პარი სენ ჟერმენს’’ შეუერთდეს. გუნდი დღეს ანუ ორშაბათს დილით გაემგზავრა რაინ-ვესტფალიას მიწაზე ბურთის გასაგორებლად. დემბელე 5 სექტემბერს საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებთა შეხვედრაში დაშავდა და ექვსი კვირა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა. „ლევერკუზენი’’ ჩინებულ ფორმაშია....
დემბელეს იალამისთვის 321 ქულით გაუსწრია!
აქ საკამათო აღარაფერია. „ფრანს ფუტბოლის’’ 69-ე დაჯილდოების ოფიციალურმა მაუწყებელმა „ეკიპმა’’ გამოაქვეყნა გამოკითხვის საბოლოო სია ქულებით და გაირკვა, რომ ოსმან დემბელეს ლამინ იამალისთვის 321 ქულით გაუსწრია. შედარებისთვის: შარშან როდრიმ ვინისიუს ჟუნიორს 41 ქულით აჯობა. საფრანგეთის ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის ვარსკვლავს ფიფას რეიტინგის 100 ტოპ ქვეყნის (საქართველო 68-ე ადგილზეა) 100 ჟურნალისტიდან 73-მა პირველი ადგილი არგუნა. ბარსელონელი...









