ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ მფლობელის რანგში პირველ თამაშს სამშაბათს „ბაიარენაზე’’ „ლევერკუზენის’’ წინააღმდეგ ჩაატარებს. „პარიზიენმა’’ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ ფრანგი თავდამსხმელი მზად არის „პარი სენ ჟერმენს’’ შეუერთდეს. გუნდი დღეს ანუ ორშაბათს დილით გაემგზავრა რაინ-ვესტფალიას მიწაზე ბურთის გასაგორებლად.
დემბელე 5 სექტემბერს საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებთა შეხვედრაში დაშავდა და ექვსი კვირა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა.
„ლევერკუზენი’’ ჩინებულ ფორმაშია. ბუნდესლიგის ბოლო ტურში 4:3 მოუგო „მაინცს’’. ამასობაში პსჟ-ს გაუჭირდა, „სტრასბურგთან’’ ვერ გაიმარჯვა – 3:3. ასეთ პირობებში დემბელეს მოედანზე დაბრუნება ლუის ენრიკესთვის დამაიმედებელი ინფორმაციაა.
თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ პსჟ-ს ბომბარდირი სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მოედანზე გავა, გუნდს ოპტიმიზმს შემატებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 10:15ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს
მთავარი ამბავი28/10/2026 | 08:29პსჟ-ს გასახდელში არეულობის შეეშინდა?
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 07:07ნასრი: ეს იგივეა ფერან ტორესმა პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონობა რომ მოაგებინოს…
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
