„ქართველი გარემარბი რამდენიმე მკრთალი თამაშის შემდეგ კვლავ მთელი ბრწყინვალებით წარმოგვიდგა. ამ დღეს „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი იყო მძლავრი და შთაგონებული. მან ჯერ დეზირე დუეს მიაწოდა საგოლე პასი, შემდეგ კი თავად გაიტანა გოლი, რომლის დროსაც ბურთი ორივე ძელს მოხვდა. მისმა ტექნიკამ გერმანული გუნდის დაცვა დინამიტივით ააფეთქა’’, ― დაწერა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ლევერკუზენის’’ 7:2 ძლევის შემდეგ ფრანგულმა...
ჭდე: ლევერკუზენი
ლუის ენრიკე: მე დემბელე მინდა და არა ოქროს ბურთი
ლუის ენრიკესთვის „ოქროს ბურთის’’ სიგიჟე დამთავრებულია. ორშაბათს „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცს ჰკითხეს, დაუბრუნდება თუ არა მოედანს ოსმან დემბელე, რომელიც სექტემბრის დასაწყისიდან დაშავებულია. დემბელე 22 სექტემბერს თეატრ „დიუ შატლეში’’ „ფრანს ფუტბოლის’’ მთავარი პრიზით დააჯილდოვეს. მან Canal + ის კორესპონდენტს უპასუხა: „თქვენ მოვლენებს სხვანაირად აღიქვამთ. ის „ოქროს ბურთი’’ კი არა ოსმან დემბელეა. ჩვენს გუნდს სწორედ დემბელეს ხასიათი...
დემბელე მოედანს უბრუნდება
ოსმან დემბელე „ოქროს ბურთის’’ მფლობელის რანგში პირველ თამაშს სამშაბათს „ბაიარენაზე’’ „ლევერკუზენის’’ წინააღმდეგ ჩაატარებს. „პარიზიენმა’’ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ ფრანგი თავდამსხმელი მზად არის „პარი სენ ჟერმენს’’ შეუერთდეს. გუნდი დღეს ანუ ორშაბათს დილით გაემგზავრა რაინ-ვესტფალიას მიწაზე ბურთის გასაგორებლად. დემბელე 5 სექტემბერს საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებთა შეხვედრაში დაშავდა და ექვსი კვირა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა. „ლევერკუზენი’’ ჩინებულ ფორმაშია....
პსჟ ფრთხილად უნდა იყოს
„პარი სენ ჟერმენი’’ ფრთხილად უნდა იყოს. შაბათს „ლევერკუზენმა’’ ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. მან „მაინცი’’ დაამარცხა― 4:3. გამარჯვებულთაგან თავი ყველაზე მეტად 30 წლის კაპიტანმა, მარცხენა მცველ-ნახევარმცველმა, ესპანელმა ალეხანდრო გრიმალდომ გამოიჩინა. ოთხიდან ორი გოლი სწორედ „ბენფიკას’’ ყოფილმა ფეხბურთელმა გაიტანა. სამ დღეში „ლევერკუზენი’’ ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს და ჩინებულ ფორმაშია. „ლევერკუზენმა’’ სეზონი კარგად ვერ დაიწყო...
ბაიერნი ტას უმიზნებს
მიუნხენის „ბაიერნი“ და „ლევერკუზენი“ გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველის ჯონათან ტას ტრანსფერზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „ბაიერნმა“ „ლევერკუზენს“ ტაში დაახლოებით 18 მილიონი ევრო შესთავაზა, ფარმაცევტები კი ბევრად მეტს – 40 მილიონს ითხოვენ. სავარაუდოდ მეორე შეთავაზება მიუნხენელთა მხრიდან ბონუსების გარეშე დაახლოებით 25 მილიონი ევრო იქნება. თუ „ლევერკუზენი“ უარს იტყვის, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ შეიძლება უარი თქვას მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. მანამდე მედიაში...
ქალღმერთების და გასპერინის წყალობით
„ატალანტამ”, როგორც იტალიურ მედიაში ამოვიკითხეთ, ქალღმერთების დახმარებით 3:0 გაანადგურა „ლევერკუზენი” და უეფას ევროლიგა მოიგო. ეს გახლდათ გერმანული გუნდის პირველი მარცხი 51-თამაშიანი წაუგებელი სერიის შემდეგ. ტრიუმფის მერე „ატალანტას” პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ „სქაი სპორტს” მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის „ნაპოლიში” შესაძლო გადასვლა უსაფუძვლო ჭორია და მეტი არაფერი. „გიჟური მატჩი იყო. დაუჯერებელი რაღაც მოხდა....
ლევერკუზენის 45
გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩში ერთმანეთს „დორტმუნდი“ და „ლევერკუზენი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა. ამრიგად, ჩაბი ალონსოს გუნდს ყველა ტურნირზე 45 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 38 მოგება და 7 ფრე, რაც ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდია. წინა „იუვენტუსს“ ეკუთვნოდა – 43 თამაში მარცხის გარეშე 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე. ახლა ლევერკუზენელებმა საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესეს. შეგახსენებთ,...
ლევერკუზენი მე-13
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში „ლევერკუზენი“ „ვერდერს“ შეხვდა ანგარიშით 5:0 და ვადაზე ადრე გახდა გერმანიის ჩემპიონი. ამრიგად, „ლევერკუზენი“ ბუნდელსიგის ისტორიაში მხოლოდ მე-13 გუნდია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სხვადასხვა წლებში გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებულები იყვნენ „დორტმუნდი“ (5 გამარჯვება), „გლადბახი“ (5), „ვერდერი“ (4), „ჰამბურგი“ (3), „შტუტგარტი“ (3), „კიოლნი“ (2), „კაიზერსლაუტერნი“ (2); თითო ჩემპიონობა აქვთ „ვოლფსბურგს“, „ბრაუნშვაიგს“, „ნიურნბერგს“ და...
ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა
ლევერკუზენში ალონსოს დარჩენა ყველას არ გაუხარდა. საინტერესოა, რატომ? „ბედნიერი ვარ, რომ ის აქ ბედნიერია. ცოტა მრცხვენია, რადგან მინდოდა ყველაფერი ცოტა სხვაგვარად განვითარებულიყო. ეს ჩემთვის საოცნებო სცენარი არ ყოფილა,“ – ეს სიტყვები იოზიფ სტანისიჩს ეკუთვნის, რომელიც ჟურნალისტებს „დიუსელდორფთან“ გამარჯვების შემდეგ (4:0) უთხრა. ხორვატი ფეხბურთელი „ლევერკუზენში“ იჯარით თამაშობს, მისი კონტრაქტი კი, 2026 წლამდე, „ბაიერნს“ ეკუთვნის. „ფარმაცევტებს“ მისი...
მოურინიუ: სამი ფინალი, სამი იტალიური გუნდი
„რომა” ევროლიგის ფინალშია. ჟოზე მოურინიუს გუნდმა პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, შინ, ედოარდო ბოვეს გოლით 1:0 მოუგო „ლევერკუზენს”, საპასუხოში კი 0:0 ითამაშა და ახლა, 31 მაისს, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე” „სევილიას” შეხვდება. „ჯალოროსისთვის” ეს გახლდათ რთული მატჩი. რომაელებს მისი მსვლელობისას ლეონარდო სპინაცოლა და ზექი ჩელიქი დაუშავდათ, მაგრამ გაისმა თუ არა მსაჯის სამმაგი სასტვენის ხმა, „განსაკუთრებულმა” სიხარულისგან თავი დაკარგა....









