გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩში ერთმანეთს „დორტმუნდი“ და „ლევერკუზენი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა.
ამრიგად, ჩაბი ალონსოს გუნდს ყველა ტურნირზე 45 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 38 მოგება და 7 ფრე, რაც ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდია.
წინა „იუვენტუსს“ ეკუთვნოდა – 43 თამაში მარცხის გარეშე 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე.
ახლა ლევერკუზენელებმა საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესეს.
შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენი“ ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის ცხრილში პირველ ადგილზეა.
გუნდმა 30 მატჩში 80 ქულა დააგროვა და წინა ტურში ვადაზე ადრე გახდა გერმანიის ჩემპიონი.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
