სანტოსის თავდამსხმელმა ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. 34 წლის ფეხბურთელი სელესაოს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 2010 წლიდან მან ნაკრებში ჩატარებულ 130 მატჩი 80 ბურთი შეაგდო და 59 საგოლე პასი გააკეთა.
„ბრაზილიის ნაკრებში ჩემი ისტორია დასრულდა. ყველაფერი გავიღე. მთელი გული ჩავდე და თავი არ დამიზოგავს, მაგრამ ახლა მჯერა, რომ აღარ მინდა გაგრძელება“ – ამბობს ნეი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა და ის ერთი გოლი სწორედ ნეიმარის ანგარიშზეა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
