ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ბოლო და მთავარი მატჩი ბათუმში გაიმართა და ზღვისპირელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ბათუმელთა ბრაზილიელმა მაურიდესმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლოს. ამისდაკვალად, „ბათუმი“ ერთპიროვნულად გალიდერდა და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ.
საერთოდ, ცხრილის პირველ ოთხეულში სიმჭიდროვეა. 50 – ქულიან ლიდერ „ბათუმსა“ და მეოთხე სდგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ შორის მხოლოდ ორი ქულაა და სატურნირო ვითარება შესაძლოა ყოველ ტურში შეიცვალოს.
მიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „რუსთავმა.“ გია ცეცაძის შეგირდებმა „დავით პეტრიაშვილზე“ გორის „დილა“ 3:1 დაამარცხეს, 49 ქულა მოაგროვეს, მეორე ადგილზე დგანან და ლიდერს მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩებიან.

49 ქულა აქვს მესამე საფეხურზე მყოფ მოქმედ ჩემპიონ „იბერიასაც,“ რომელმაც სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი „მეშახტე“ – 1:2.
„იბერიას“ მიმართ ახლა განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი. ლევან კორღალიძის გუნდს ხომ 15 ოქტომბერს კონფერენციის ლიგის პირველი მატჩი ელის ტურნირის საერთო ეტაპზე სტუმრად ბელგიურ „სენტ-ტრუიდენთან.“ თამაში „სტაიენის“ 15 ათასიან სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
საინტერესო გამოდგა შეხვედრა ვაკეში, სადაც „მიხეილ მესხი 2-ზე“ „სპაერმა“ „ტორპედოს“ უმასპინძლა. ჯერ თბილისელები იგებდნენ, შემდეგ ორჯერ ქუთაისელები, საბოლოოდ თამაში 3:3 დასრულდა. ბოლო გოლი კი მე-10 დამაბტებულ წუთზე გავიდა. ის გოჩა ცირდავას ანგარიშზეა.
ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა ქუთაისელთა სერბმა შემტევმა კომნენ ანდრიჩმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 13 გატანილი ბურთი დაუგროვდა და ერთპიროვნილად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.
მეშახტე 1:2 იბერია
0:1 ჩანჩარი (18), 0:2 სიხარულაშვილი (22), 1:2 ცოტნე ფაცაცია (33)
რუსთავი 3:1 დილა
1:0 კენიო (21), 2:0 ალმეიდა (40), 2:1ფარულავა (60), 3:1 ვაჟა ფაცაცია (71)
სპაერი 3:3 ტორპედო
1:0 კოხრეიძე (6), 1:1, 1:2 ანდრიჩი (38, 45), 2:2 გოლუბიანი (81), 2:3 არაბიძე (90+7 პენ), 3:3 ცირდავა (90+10)
სამგურალი 3:0 გაგრა
1:0 ბიძინაშვილი (7), 2:0 გაფრინდაშვილი (46), 3:0 სებოლინია (88)
ბათუმი 1:0 დინამო
1:0 მაურიდესი (44)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
