„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ქულები დაკარგა. „პარკ დე პრენსზე“ „რომამ“ ჩემპიონთა ორგზის გამარჯვებულს დიდი წინააღმდეგობა გაუწია – 2:2. მატჩის შემდეგ პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ Canal+ – თან ინტერვიუში თქვა:
„რასაც ველოდით ზუსტად ის იყო. „რომას“ კარგად ვიცნობთ და იმთავითვე ვიცოდით, რომ მის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდებოდა. „რომა“ მუდმივად პრესინგს თამაშობს. ორი აზრი არ არსებობს, ეს ჩვენთვის მიმდინარე სეზონში ყველაზე მძიმე შეხვედრა იყო“.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქე იყო გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საერთო ცხრილში 25-ე ადგილზეა, ლუის ენრიკე ქულის მოპოვებით კმაყოფილი დარჩა:
„ასეთი მძიმე თამაში სხვა აღარ იქნება. ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს. ძალიან ძნელი იყო. შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც. კმაყოფილები ვართ, რომ ფრედ ვითამაშეთ“.
მწვრთნელის მისაზრება ძალიან ჰგავდა პარიზელთა პორტუგალიელი ნხევარმცველის ჟოაო ნევეშის მოსაზრებას, რომელმაც თქვა: „მათ იმდენივე გოლი გაიტანეს, რამდენიც ჩვენ. დღეს ძალიან ძლიერი გუნდი შეგვხვდა. შესაძლოა სწორედ ის არის საუკეთესო. მათ ბრწყინვალე ინდივიდუალური თვისებები აქვთ და კოლექტიურადაც ჩინებულად მოქმედებენ. რასაკვირველია, კვარა და დუე ძალიან დაგვაკლდნენ, მაგრამ ვერაფერს იზამ. უნდა შევეგუოთ. ეს ჩემპიონთა ლიგაა. აქ ყველაფერს დეტალები წყვეტს“.
5 ტურის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ 13 ქულით მეორე ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/11/2026 | 08:54კვარას და დუეს გარეშე
სიახლეები26/11/2026 | 08:04ფაქტობრივად ქართველების გარეშე
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 09:41ბაქოში ბარსას აგინეს
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 08:49ლუის ენრიკე: ტრავმები ცუდია, მაგრამ სხვა შანსი გვეძლევა
