„პარი სენ ჟერმენს“ მორიგი უცნაური საღამო ჰქონდა – მაშინ, როდესაც ტელევიზორებთან მიჯაჭვული მსოფლიო ლონდონიდან „ფრანს ფუტბოლის“ გალა საღამოს ტრანსლაციას უყურებდა, საფრანგეთის ჩემპიონი მოედანზე ოფლს ღვრიდა – „ლიონს“ ეთამაშებოდა. პარიზელებმა მოიგეს 2:0, მაგრამ… „პალადიუმის“ დარბაზში დამარცხდნენ, რამაც ბევრი გააბრაზა. ლონდონში პსჟ გასული სეზონის საუკეთესო კლუბად დაასახელეს და შესაბამისი ჯილდოც გადასცეს, მაგრამ მთავარ ნომინაციაში მისი ფეხბურთელები გამარჯვებულ...
ჭდე: პარი სენ ჟერმენი
საკონტინეტთაშორისო თასი დოჰაში გაიმართება
„პარი სენ ჟერმენს“ ტიტული აქვს დასაცავი – საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელმა ამ ჯილდოსთვის წლეულსაც უნდა იბრძოლოს. შარშან პსჟ-მ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ პენალტებით მოუგო. წლეულს პარიზელები კვლავ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან და შესაბამისად საკონტინენტთაშორისო თასზე ისევ ითამაშებენ. მეტოქე ჯერ უცნობია. მის ვინაობას სხვა კონტინენტების ჩემპიონები ერთმანეთთან შეხვედრების გზით გაარკვევენ. კერძოდ, მეორე ფინალისტის ვინაობა ოთხი დღით ადრე გახდება ცნობილი,...
პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
„პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრები არჩევანის წინაშე არიან: „ლიონთან“ თამაშს უყურონ თუ „ოქროს ბურთით“ დაჯილდოების ცერემონიალზე გადართონ. დილემა მას მერე წარმოიშვა, რაც პსჟ-ლიონის შეხვედრა კვირა საღამოდან ორშაბათზე გადაიტანეს. პარიზელი გულშემატკივარი იხსენებს, რომ ასეთივე პრობლემა ჰქონდა შარშანაც, როდესაც მათი გუნდი მარსელში თამაშობდა, დედაქალაქში კი „ფრანს ფუტბოლი“ ოსმან დემბელეს აჯილდოვებდა. ფანები ისე გაბრაზდნენ, რომ კლუბს წერილითაც კი მიმართეს...
პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სამშაბათ საღამოს, როდესაც ფეხბურთელები „პარკ დე პრენსს“ ტოვებდნენ „პარი სენ ჟერმენში“ პესიმიზმი მეფობდა. კარგს არაფერს მოასწავებდა კადრები, რომლებზეც ჩანდა, თუ როგორ გადიოდა ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან კლუბის ორი თანამშრომლის დახმარებით, ის კი მიწაზე ფეხს ვერ აბიჯებდა. სამშაბათ დილას საბოლოო განაჩენიც გამოცხადდა. პსჟ-ს სამედიცინო დასკვნაში ეწერა ყველაზე არასასურველი რამ: „ბარსელონასთან“ შეხვედრის დროს კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები...
დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
„პარი სენ ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრის მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა. ქართველმა გარემარბმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს და მერე ბევრი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის აღდგენაზე იზრუნოს. ამ ამბავმა კი თითქოს დაჩრდილა, რომ იმავე შეხვედრაში კიდევ ორი პარიზელი ფეხბურთელი დაშავდა – მარკინიოსი და ოსმან დემბელე. ბრაზილიელი მატჩის ბოლო წუთზე ილია ზაბარნიმ შეცვალა – მას მარჯვენა ბარძაყის პრობლემა აქვს...
კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა – მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში მოედანს ვეღარ დაუბრუნდება. ნაკლებ კატეგორიულები რომ ვიყოთ, ასე ვთქვათ: ქართველი ვარსკვლავის გამოჯანმრთელებას მინიმუმ 6-7 თვე დასჭირდება. „ეკიპმა“ ტრავმის შესახებ „სტრასბურის“ ყოფილ ექიმს ფრანსუა პიეტრას ჰკითხა. „ყველა ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესი ინდივიდუალურია, მაგრამ ჯამში ის მაინც დაახლოებით ერთსა და იმავე დროის ჩარჩოებში...
კვარას ძელი და შავი სამუშაო
უჩვეულო მატჩი გაიმართა „პარკ დე პრენსზე“, რომელშიც პსჟ-მ „ბარსელონას“ 4:2 მოუგო. ერთი მხრივ შედგა შესანიშნავი სანახაობა, მეორე მხრივ კი პარიზელთაგან ოსმან დემბელემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და მარკინიოსმა, ბარსელონალთაგან კი დანი ოლმომ მოედანი ტრავმების გამო დატოვეს. პარიზელებმა ბოლოხანს განსაკუთრებით ნაქებ „ბლაუგრანას“ აჯობეს. ახლა მათ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში სამი შეხვედრიდან სამი მოგება აქვთ. სტუმრებმა დეზირე დუესა და...
footmercato: შიშობენ, ჯვარედინი მყესები არ იყოს
„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე, სანახაობრივ შეხვედრაში „ბარსელონას“ 4:2 მოუგო – ეს იყო მორიგი საუცხოო საღამო „პარკ დე პრენსზე“, რომელსაც… დიდი ჩრდილიც მიადგა და ეს ჩრდილი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა. footmercato-ს თქმით შესაძლოა საქმე სერიოზულ დაზიანებასთან გვაქვს. პორტალი შეგვახსენებს, რომ ქართველმა სეზონი ცუდად დაიწყო, რის გამოც მას სურდა „ბლაუგრანასთან“ თამაში საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად გამოეყენებინა. ის...
ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ
„პარი სენ ჟერმენთან“ თამაშის წინ პრეს-კონფერენცია გამართა „ბარსელონას“ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, რომელმაც ახსნა, თუ როგორ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის ძლევას. „მინდა ვითამაშოთ საკუთარი თავის რწმენით, უშიშრად და თანმიმდევრულად. ჩვენს წინააღმდეგ იდგება ბოლო ორი წლის საუკეთესო გუნდი. ეს თავის გამოჩენის დიდებული შესაძლებლობაა. ამ შეხვედრის ბედს დიდწილად ნახევარდაცვა გადაწყვეტს. ორივე გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. თუ...
უნდა ათამაშონ ბარსელონასთან კვარაცხელია თუ არა?
იმსახურებს ხვიჩა კვარაცხელია დღეს, სამშაბათს, 20 ოქტომბერს „ბარსელონას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ყოფნას? – ეს შეკითხვა საფრანგეთში თუ მის გარეთ ბევრს გაუჩნდა, მათ შორის პორტალ footmercato-ს რომელმაც საგანგებო წერილი დაწერა და ამ წერილს ქვემოთ გთავაზობთ. „მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის ასეთი თამაში საკმარისი არ არის“, – ასე დაწერა ხსენებულმა საიტმა „სტრასბურსა“ და „პარი სენ ჟერმენს“ შორის შაბათს გამართული...









