საკონტინეტთაშორისო თასი დოჰაში გაიმართება

საკონტინეტთაშორისო თასი დოჰაში გაიმართება

„პარი სენ ჟერმენს“ ტიტული აქვს დასაცავი – საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელმა ამ ჯილდოსთვის წლეულსაც უნდა იბრძოლოს. შარშან პსჟ-მ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ პენალტებით მოუგო. წლეულს პარიზელები კვლავ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან და შესაბამისად საკონტინენტთაშორისო თასზე ისევ ითამაშებენ. მეტოქე ჯერ უცნობია. მის ვინაობას სხვა კონტინენტების ჩემპიონები ერთმანეთთან შეხვედრების გზით გაარკვევენ.

კერძოდ, მეორე ფინალისტის ვინაობა ოთხი დღით ადრე გახდება ცნობილი, როდესაც სამხრეთ აფრიკული „მამელოდი სანდაუნზი“ მექსიკურ „დეპორტივო ტოლუკასა“ და კოპა ლიბერტადორესის მფლობელს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თავის მხრივ კოპა ლიბერტადორესის ფინალი 28 ნოემბერს არის დანიშნული: იქ „პალმეირასი“ „ესტუდიანტეს დე ლა პლატასა“ და „ფლამენგოს“ შორის გამარჯვებულს ელოდება.

ამასობაში საკონტინენტთაშორისო თასის ფინალის თარიღი და ადგილი ფიფამ უკვე დაასახელა. შეხვედრა 16 დეკემბერს, ოთხშაბათს, დოჰაში, „აჰმად ბინ ალის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის დაწყების ზუსტ დროს მოგვიანებით გამოაცხადებენ.

DOHA, QATAR – DECEMBER 17: Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain runs with the ball whilst under pressure during the FIFA Intercontinental Cup 2025 final match between Paris Saint-Germain and CR Flamengo at Ahmad Bin Ali Stadium on December 17, 2025 in Doha, Qatar. (Photo by Getty Images/Getty Images)

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.