ალმა ათაში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა საუკეთესო ოთხეულში შესვლა ადრიან მანარინო დამარცხებით მოახერხა. ჩვენებურმა ფრანგს მარტივად აჯობა – 6:3; 6:1. მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა ოთხი ბრეიკი შეასრულა: პირველ სეტში ერთხელ, ხოლო მეორეში – სამჯერ. ამასთან, საკუთარი ჩაწოდება არ წაუგია.
როგორც გითხარით, ბასილაშვილმა ალმა ათაში მეხუთე მატჩი მოიგო: ორჯერ საკვალიფიკაციოში, ხოლო სამჯერ ძირითად ბადეში. ქართველი ყაზახეთში პირველი ნახევარფინალისტია და მეტოქეს ელოდება, რომელსაც სტეფანოს ციციპასი და ჯეიმს დაკვორტი გაარკვევენ.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…