ორშაბათს, 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი. ბევრჯერ თქმულა, რომ წლეულს ფავორიტი არ არსებობს. პრეტენდენტთა შორის არიან „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელები ოსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და ფაბიან რუისი; საფრანგეთის ნაკრების წევრები კილიან მბაპე და მაიკლ ოლისე; ინგლისელი ჰარი კეინი და ფაბიენ რუისის პარტნიორები ესპანეთის ნაკრებში – როდრი და ლამინ იამალი.
ფრანგული საიტი sports.fr წერს, რომ აშკარა უპირატესობა იამალისაა. პორტალს მიაჩნია, რომ ბარსელონელის პოტენციალი დანარჩენებისას ძალიან აღემატება. ამასთან ის მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრების ერთ-ერთი სიმბოლოა.

sports.fr წერს, რომ ბოლო დროს დაირხა ხმა თითქოს უპირატესობა ჰარი კეინს ეკუთვნის, მაგრამ მის ხელთ არსებული ირიბი მტკიცებულებებით „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდოს იამალს მისცემენ.
ირიბ მტკიცებულებებში შედის ის, რომ ესპანური რადიოსადგურის COPE-ს თქმით იამალმა უკვე იქირავა კერძო თვითმფრინავი და ლონდონს თავის ახლობლებთან ერთად გაემგზავრება. ცნობილი გახდა ასევე, რომ ცალკე „ბარსელონაც“ აპირებს ლონდონში დიდი დელეგაციის მივლენას. ბარსელონელთათვის კიდევ ერთი კერძო თვითმფრინავია დაქირავებული.
მეორე მხრივ sports.fr ირწმუნება, რომ რეალურად არავინ იცის, ვის მისცემენ „ოქროს ბურთს“ და იამალის საქციელი უბრალოდ სიფრთხილის ზომაა და მეტი არაფერი. ბარსელონელი შარშანაც წინასწარ ზეიმობდა ჯილდოს მოგებას, მაგრამ მერე გაირკვა, რომ მეორე ადგილზე ყოფილა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სიახლეები22/10/2026 | 07:44დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
მთავარი ამბავი22/10/2026 | 06:49კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ