„პარი სენ ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრის მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა. ქართველმა გარემარბმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს და მერე ბევრი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის აღდგენაზე იზრუნოს. ამ ამბავმა კი თითქოს დაჩრდილა, რომ იმავე შეხვედრაში კიდევ ორი პარიზელი ფეხბურთელი დაშავდა – მარკინიოსი და ოსმან დემბელე.
ბრაზილიელი მატჩის ბოლო წუთზე ილია ზაბარნიმ შეცვალა – მას მარჯვენა ბარძაყის პრობლემა აქვს და კლუბის ექიმთა ინფორმაციით რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ფრანგს კი მარცხენა ფეხის ორთავა კუნთი დაუზიანდა. რამდენი ხანი დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას ოფიციალურად ჯერჯერობით არ უთქვამთ, გაკვრით კი ამ შემთხვევაშიც რამდენიმე კვირა ახსენეს.
დემბელემ ყოფილ გუნდთან შეხვედრა ენერგიულად დაიწყო, მაგრამ მე-19 წუთზე ფეხში დისკომფორტი იგრძნო, რაც დაუყოვნებლივ ანიშნა მწვრთნელს. ლუის ენრიკემ ის ფერან ტორესით შეცვალა.

ეს ტრავმა დიდი დაბრკოლებაა ფეხბურთელისთვის, რომელიც სანაკრებო ორკვირეულის შემდეგ საუცხოო ფორმაში შევიდა. მან „სტრასბურგსა“ და „მანჩესტერ სიტის“ გაუტანა.
მანჩესტერში თამაშის შემდეგ დემბელემ „კანალ +“ თან ინტერვიუში იხუმრა კიდევ ერთი შვებულება ხომ არ ვითხოვოო და… სამწუხაროდ აუხდა. გამოკვლევამ სერიოზული ტრავმა არ დაადასტურა, მაგრამ 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატს დასვენება მართლა მოუწევს, ოღონდ არაუმეტეს სამი კვირისა. ეს კი ის პერიოდია, რომელშიც შედის საფრანგეთის ნაკრების შეხვედრები ერთა ლიგაში იტალიასთან და თურქეთთან. სანაკრებო პაუზის შემდეგ დემბელეს მოედანზე დაბრუნება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/10/2026 | 07:44დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
მთავარი ამბავი22/10/2026 | 06:49კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 12:04რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?
სიახლეები21/10/2026 | 09:19ჟორჟი ლივერპულის წინააღმდეგ
