„პარი სენ ჟერმენის’’ კაპიტანს, ბრაზილიელ მარკინიოსს ორშაბათს, 2 მარტს მეოთხე შვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ კაროლ კაბრინიომ ახალშობილის ფოტო დაპოსტა. ფოტოზე თავად და მარკინიოსიც არიან. „დაიბადა ჩვენი სრულყოფილი და შესანიშნავი შვილი ფილიპო’’, – მიაწერა ბედნიერმა დედამ ფოტოს. ფილიპომდე წყვილს ჰყავდა სამი შვილი: მარია ედუარდა (2017), ენრიკო (2019) და მარტინა (2022). ისინი 2025 წლის 31 მაისს მიუნხენში...
ჭდე: მარკინიოსი
დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის
ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა. თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს მოედანზე ვიხილავთ. დემბელემ პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა. როგორც ფრანგული მედია წერს, მას მარცხენა ფეხის წვივი...
პსჟ-სთან ჟოან გარსია და რაფინია ვერ ითამაშებენ
რაღა დარჩა ოთხშაბათამდე, როდესაც „მონჟუიკზე’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ბარსელონამ’’ „პარი სენჟერმენს’’ უნდა უმასპინძლოს. როგორც ესპანური ასევე ფრანგული პრესა ცდილობს მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ყოველდღე მიაწოდოს გულშემატკივარს და აი, როგორც ცნობილი გახდა, „ბლაუგრანას’’ შეიძლება მეკარე ჟოან გარსია და რაფინია ვერ დაეხმარონ. 24 წლის გარსია პარასკევს ვარჯიშზე დაშავებულა. ჯერ ვერავინ ამბობს რამდენად მძიმეა ტრავმა,...
ცხრა პარიზელი ოქროს ბურთის სიაში
სანამ ჩვენ ვხარობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მეორედ მოხვდა „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა სიაში, „პარიზიენი’’ ხაზს უსვამს, რომ ამ ოცდაათეულში „პარი სენ ჟერმენის’’ ცხრა ფეხბურთელისთვის გამოიძებნა ადგილი, რაც რეკორდია. კვარაცხელიას გარდა ეს ფეხბურთელები არიან: აშრრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე, ჯანლუიჯი დონარუმა, ოსმან დემბელე, ჟოაო ნევეში, ნუნუ მენდეში, ფაბიან რუისი და ვიტინია. „ორმა ფეხბურთელმა, პაჩომ და მარკინიოსმა ოცდაათეულში...
არის ახალი კონტრაქტი
პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. კლუბი უკეთეს მომენტს ელოდება, რათა ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადოს. საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში პსჟ ლორიანთან დამარცხდა (1:3). მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს. 28 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
ნეიმარმა ბიჭები გაამხნევა
მთელი ბრაზილია განიცდის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან გამოთიშვას, ნეიმარმა კი გლოვის პერიოდი უკვე გაიარა და როგორც ნამდვილი ლიდერი ცდილობს თანაგუნდელებს მხარში დაუდგეს. თანამედროვე ბრაზილიური ფეხბურთის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა გამამხნევებელი მესიჯები მისწერა ხორვატიასთან შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიაში ხელმოცარულ ამხანაგებს ტიაგო სილვას, როდრიგოსა და მარკინიოსს. „მე გადავწყვიტე მათი ნებართვის გარეშე გავასაჯაროო ჩვენი მიმოწერა, რათა ხალხმა დაინახოს რამდენად გვინდოდა...
სულელური წვრილმანები და დიდი შემოტრიალება
„მანჩესტერ სიტი” ცალი ფეხით ფინალშია, თუმცა, როგორც ასეთ დროს ამბობენ, ჯობს ჯერ დავიცადოთ. ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. პარიზში „სიტიმ” პსჟ-ს 2:1 მოუგო. პირველ ტაიმში სტუმრებს მასპინძლები ჯობდნენ, მეორეში კი სტუმრებმა მასპინძლები მოედნიდან გააქრეს, ოღონდ ამაში თავად პარიზელებიც წაეშველნენ. მანჩესტერელები 0:1-ს აგებდნენ, შესვენების შემდეგ კი შვიდწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. ეს გახლდათ ქალაქელების ზედიზედ მე-18 გამარჯვება...
როცა ანგარიში არის 31:6 ან 15:1
ამ თამაშს მაყურებლის გარდა არაფერი აკლდა. ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ფინალიდან 227 დღეში „ბაიერნი” და „პარი სენ ჟერმენი” კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად მეოთხედფინალში. შარშანდელი ფინალი ბავარიელებმა მოიგეს — 1:0, გუშინდელ გიჟურ თამაშში კი ფრანგულმა გუნდმა იმარჯვა — 3:2. ზოგადი სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ბაირნმა” პსჟ-ს ამ შეხვედრაშიც აჯობა: კარში დარტყმები – 31:6, კუთხურები – 15:1. მატჩის...
კატასტროფა
საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა კილიან მბაპემ 7 სექტემბრის დილით კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, მერე კი ეროვნული გუნდის ვარჯიშზე გაემგზავრა. შედეგი მხოლოდ საღამოს გახდა ცნობილი: მბაპეს პირველი ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ეს კლუბისთვის ნამდვილი კატასტროფაა. შეგახსენებთ, რომ აქამდე კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარეს მისმა თანაგუნდელებმა ნეიმარმა, ანხელ დი მარიამ, მაურო იკარდიმ, ლეანდრო პერედესმა, კეილორ ნავასმა და მარკინიოსმა. კილიან მბაპე...
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
უეფას ოფიციალური ინსტაგრამის ცნობით, მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში საუკეთესოთა შორის იყვნენ ასევე ბავარიელები, კინგსლი კომანი, ტიაგო ალკანტარა და პარიზელი მარკინიოსი. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ლისაბონურ ფინალში ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენს 1:0 მოუგო და მეექვსედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონი. ამ მაჩვენებლით ბავარიელები ლივერპულს გაუთანაბრდნენ. მეტჯერ პრიზი მილანს (7) და...









