„მანჩესტერ სიტი” ცალი ფეხით ფინალშია, თუმცა, როგორც ასეთ დროს ამბობენ, ჯობს ჯერ დავიცადოთ. ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.
პარიზში „სიტიმ” პსჟ-ს 2:1 მოუგო. პირველ ტაიმში სტუმრებს მასპინძლები ჯობდნენ, მეორეში კი სტუმრებმა მასპინძლები მოედნიდან გააქრეს, ოღონდ ამაში თავად პარიზელებიც წაეშველნენ. მანჩესტერელები 0:1-ს აგებდნენ, შესვენების შემდეგ კი შვიდწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. ეს გახლდათ ქალაქელების ზედიზედ მე-18 გამარჯვება სტუმრად.
როგორც ვთქვით, თავიდან პარიზელები ყოჩაღობდნენ და მარკინიოსის თავური გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ კევინ დე ბრუინის იღბალა დარტყმამ და რიად მაჰრეზის ზუსტად შესრულებულმა საჯარიმომ, ყველაფერი ყირაზე დააყენა. საინტერესოა, რომ მაჰრეზი პარიზელია — „პარკ დე პრენსიდან” არცთუ შორს, გარეუბან სარსელში გაიზარდა.
და ამ შეხვედრაში იყო კიდევ ერთი საგანგებოდ აღსანიშნავი მომენტი, როდესაც „პარი სენ ჟერმენის” სენეგალელი ნახევარმცველი, „ევერტონის” ყოფილი ფეხბურთელი იდრისა გეიე ილქაი გუინდოგანის წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირი წითლით გააძევეს.
მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა: „შესვენებისას საყვედური არავისთვის მითქვამს. მე ვთქვი, რომ მესმის, რატომაც მიდის შეხვედრა ასე, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი ფეხბურთის თამაში უნდა ვცადოთ.
ჩემი ბიჭებით აღფრთოვანებული ვარ. მე მათ ვეთაყვანები, როდესაც ვხედავ, როგორ გარდაისახებიან ხოლმე ცუდად მოთამაშე გუნდიდან კარგად მოთამაშე გუნდად.
ჩვეულებრივ, როდესაც ცუდად თამაშობ, 0:3-ს აგებ და ამით მთავრდება. პლეი-ოფში ფეხბურთელები, როგორ წესი, არ-წაგებაზე ფიქრობენ. პირველ შეხვედრაში ორივე მატჩს ვერ მოიგებ, მაგრამ შეგიძლია დამარცხდე. ამიტომაც მესმის ფეხბურთელების. ხშირად ისინი ნერვიულობენ. მაგრამ, ჩვენ შესვენებისას ვილაპარაკეთ და რამდენიმე სულელური წვრილმანი გამოვასწორეთ. მნიშვნელოვანი მართლა არაფერი გვითქვამს. თამაში ფეხბურთელებმა შემოატრიალეს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
