პეპ გვარდიოლამ რიად მაჰრეზს ისე უღრიალა, არასდროს რომ უღრიალია. ეს ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის შეხვედრის დროს მოხდა. „მანჩესტერ სიტი“ „ლაიფციგს“ ეთამაშებოდა. ინგლისური პრესას უკვირს, მწვრთნელმა ამ ღრიალ-ღრიალში ალჟირელს ლამის ცხვირი ცხვირზე მიადო, არადა მისი გუნდი უკვე 4:2-ს იგებდა, მაჰრაზს კი პენალტი ჰქონდა გატანილიო. გვარდიოლა სრულიად იყო მწყობრიდან გამოსული. დიახ, ზოგადად ის ემოციური კაცია და ჟესტიკულაციითაც...
ჭდე: რიად მაჰრეზი
ბედნიერი მაჰრეზი
სანამ მთელი ძველი კონტინენტი ევრო 2020-ის ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი, „მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ალჟირელი ვარსკვლავი რიად მაჰრეზი საბერძნეთში წასულა და კუნძულ მიკონისზე ერთობა თავის ახალ შეყვარებულ 23 წლის ტეილორ უორდთან ერთად, რომელიც ცნობილი ტელევარსკვლავისა და რეალითი შოუს წამყვანის, დოუნ უორდის ქალიშვილი ყოფილა. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, მაჰრეზი და ტეილორი ერთმანეთს წლეულს თებერვლიდან ხვდებიანო. შეგახსენებთ, რომ ალჟირელი, მეუღლეს,...
სიტის შეუძლია დინამოს გაასწროს
ისტორიას რიად მაჰრეზის ორი გოლი შემორჩება, ხოლო მეტოქის დარტყმულ ბერთს გადაფარებულ ოლექსანდრ ზინჩენკოსა და რუბენ დიასს აღარავინ გაიხსენებსო, წერს „დეილი მეილი”. მათ მეტოქის ძლიერ დარტყმულს სახე, თავი, სხეული შეუშვირეს. არავინ იცის, რა მოხდებოდა მათი თავგანწირვა რომ არა, გაუტანდა „პარი სენ ჟერმენი” „მანჩესტერ სიტის” გოლებს თუ ვერა. შესაძლოა, გაეტანა და სხვა შედეგი დამდგარიყო, თუმცა შეიძლება არც...
სულელური წვრილმანები და დიდი შემოტრიალება
„მანჩესტერ სიტი” ცალი ფეხით ფინალშია, თუმცა, როგორც ასეთ დროს ამბობენ, ჯობს ჯერ დავიცადოთ. ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. პარიზში „სიტიმ” პსჟ-ს 2:1 მოუგო. პირველ ტაიმში სტუმრებს მასპინძლები ჯობდნენ, მეორეში კი სტუმრებმა მასპინძლები მოედნიდან გააქრეს, ოღონდ ამაში თავად პარიზელებიც წაეშველნენ. მანჩესტერელები 0:1-ს აგებდნენ, შესვენების შემდეგ კი შვიდწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. ეს გახლდათ ქალაქელების ზედიზედ მე-18 გამარჯვება...
ფილ ფოდენმა ნახევარფინალს ბეჭედი დაასვა
20 წლის ფილ ფოდენმა 75-ე წუთზე ტყვიასავით გაისროლა და „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ბეჭედი დაასვა. „დორტმუნდთან” „ქალაქელებს” პირველი შეხვედრა „ეტიჰედზე” 2:1 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კი შიში ჭამეს — სტადიონზე, რომელსაც სპონსორის გამო „სიგნალ იდუნა პარკი” ჰქვია, თორემ ისე „ვესტფალენშტადიონია”, 17 წლის ინგლისელმა ჯუდ ბილინგემმა შესანიშნავი გოლი გაუტანა და ორი შეხვედრის ჯამში ისეთი ანგარიში...
ერთ დას ახრჩობდნენ, ნივთებს ლეწავდნენ, სხვებს წიხლებს ურტყამდნენ
პარიზში კრიმინალი მძვინვარებს: რიად მაჰრეზის დები დუნია და ინესი თავიანთ სილამაზის სალონში სცემეს. დები მაჰრეზების გარდა დაზარალდნენ სალონის სხვა თანამშრომლებიც. მათ მუშტიც მოხვდათ და წიხლიც. ხულიგანთა ჯგუფი, რომელიც სალონს თავს დაესხა, თორმეტი ადამიანისგან შედგებოდა. კონფლიქტს წინ უძღოდა ერთ-ერთი კლიენტის უარი მომსახურეობის საფასურის გადახდაზე. დუნია, რომელსაც თავდასხმის დროს ყელში სწვდნენ და ახრჩობდნენ, არ გამორიცხავს, რომ მათ...
ოფიციალურად: კორონა სიტიში
მანჩესტერ სიტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცველმა ემერიკ ლაპორტმა და ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხები მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის თანახმად, ორივე თვითიზოლაციაშია გადასული. ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძირითადი გუნდის ორი წევრის გამოკლება გვარდიოლას სერიოზულ პრობლემას უქმნის. „სიტის“ ხომ უკვე 21 სექტემბერს პრემიერლიგის პირველ ტურში „ვულვზთან“ უწევს სტუმრობა.
ქეიფი გადადებულია!
ამ უქმეებზე, მერსისაიდზე, შამპანურს დროებით ყინულში ჩატოვებენ. „ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ რაჰიმ სტერლინგმა იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონობა გადაუვადა. არადა, „მანჩესტერ სიტის” „არსენალთან” ფეხი რომ დაცდენოდა, „ლივერპულს” მიეცემოდა შესანიშნავი შანსი, კვირას მერსისაიდულ დერბიში გამხდარიყო ჩემპიონი. ტიტულის მაინცდამაინც „გუდისონ პარკზე”, „ევერტონთან” შეხვედრაში მოპოვება „წითლებისთვის” განსაკუთრებით ტკბილი იქნებოდა. თან, უკვე 30 წელს გადაცდა, რაც ისინი ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან,...
კრიმინალი მანჩესტერულად
პოლიციელებმა, რომლებიც „მანჩესტერ სიტის” 29 წლის ალჟირელი ფეხბურთელის რიად მაჰრეზის სახლის გაქურდვის საქმეს იძიებენ, განაცხადეს, რომ დამნაშავე დაიჭირეს. უფრო სწორედ, დააკავეს ეჭვმიტანილი, თორემ ვინ დამნაშავეა და ვინ არა, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მაჰრეზის სახლიდან წაიღეს 500 000 გირვანქის ქონება, საიდანაც 300 000 გირვანქისა მარტო საათები იყო. ალჟირელი დარწმუნებულია, რომ მას ერთზე მეტი ბოროტმოქმედი უთვალთვალებდა და...








