„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ს რეგულარული სეზონის მეოთხე მატჩი გამართა და პირველად წააგო. ჯეი ჯეი რედიკის გუნდი საკუთარ არენაზე „პორტლენდთან“ 129:136 დამარცხდა. არადა, ბოლო პერიოდის წინ იგებდა… მამუ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 24:01 წუთი დაჰყო. სანდრო გუნდს 17 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით შეეშველა. ჩვენებურმა ხუთიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან სამი სამქულიანი...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
მოედანზე და სკამზე
NBA-ს სტარტი „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ ჩინებული გამოუვიდა – სამიდან სამი მოგება. თუ სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა საწყისი ორი თამაში შინ მოიგო, ამჯერად, სტუმრად, „იუტა ჯაზი“ დაამარცხა – 132:123. პირველი მეოთედი „ჯაზმენებმა“ 18 ქულით კი მოიგეს, თუმც დიდი შესვენებისთვის წინ უკვე „ლეიკერსი“ იყო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 20:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება...
ბასილაშვილმა ფინალი წააგო
ალმა ათას საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს დანილ მედვედევს გაეჯიბრა და ბრძოლაში დამარცხდა – 7:6; 1:6; 3:6. პირველ სეტში ჩოგბურთელები უშეცდომოდ აწვდიდნენ და ტაი ბრეიკამდე მივიდნენ. ბრძოლა იქაც ქულა-ქულაში გაგრძელდა, სანამ ბასილაშვილმა მეტოქე მე-14 მინი-გეიმში არ დააბრიეკა. ჩვენებური კი დაწინაურდა, მაგრამ მეორე სეტიდან ყველაფერი შეცვალა. მედვედევი კორტზე სრულად დომინირებდა. ბასილაშვილს არც ჩაწოდება წაუვიდა. ორჯერ...
ბასილაშვილი ნახევარფინალშია
ალმა ათაში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში გავიდა. ბასილაშვილმა საუკეთესო ოთხეულში შესვლა ადრიან მანარინო დამარცხებით მოახერხა. ჩვენებურმა ფრანგს მარტივად აჯობა – 6:3; 6:1. მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა ოთხი ბრეიკი შეასრულა: პირველ სეტში ერთხელ, ხოლო მეორეში – სამჯერ. ამასთან, საკუთარი ჩაწოდება არ წაუგია. როგორც გითხარით, ბასილაშვილმა ალმა ათაში...
ფუტსალი წაგებას დაეჩვია
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე მატჩი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა იტალიის წინააღმდეგ გამართა და ისევ 2:3 დამარცხდა. თამაშს მუდმივად იტალიელები აკონტროლებდნენ და ანგარიშიც მათი სცენარით მიდიოდა. მართალია, პირველი გოლი ჯანიკო გიორგაიამ გაქვითა, მაგრამ შემდეგ იტალიელებმა კიდევ ორი გაიტანეს და ვახტანგ კეკელიას გოლმა ჩვენებს ხეირი ვეღარ მოუტანა. ჯგუფს იტალია და კოსოვო 3-3 ქულით ლიდერობენ და...
თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
მსოფლიო 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეინ რაუნდი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მარცხით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა კოსოვოსთან შინ 2:3 წააგო. არადა, გიორგი ჩიმაკაძის გოლით მეოთხე წუთზე დავწინაურდით, ხოლო ტაიმის ბოლოს ლევან სვანიძემ წინ კომფორტული უპირატესობით გაგვიყვანა – 2:0. საფრთხე არც მეორე ტაიმის პირველ ნახევარში გვემუქრებოდა, თუმცა ბოლო შვიდი წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და… ჯერ იეტონ...
ვიცე-ეთერი…
ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა – 2025 წელს ის ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დღესვე მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვულმა იჭიდავა, მაგრამ...
უმედლო ოლიმპიადა
სამარყანდში დასრულდა 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ბოლო ნაწილი ქართველებისთვის კარგი ნამდვილად ვერ გამოდგა. საქართთველოს ქალთა ნაკრებმა მედლებისთვის ბრძოლის შანსი, ფაქტობრივად, მერვე ტურში დაკარგა, როდესაც ტურნირზე ერთად-ერთი მარცხი განიცადა – ჩინეთთან 1,5:2,5; მერე იყო საბერძნეთთან 2:2, ინგლისთან – 2,5:1,5 და ინდოეთთან 2:2. საბოლოოდ, მეორე განთესვის საქართველო ექვსი მოგებით, ოთხი ყაიმითა და ერთი მარცხით მერვე ადგილზე გავიდა....
ქალების მედლის შანსი
სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ტური მიილია და ახლა ერთდღიანი შესვენება გამოცხადდება. ბოლო ორ ტურში განსხვავებულად ითამაშეს ჩვენმა ნაკრებებმა: ქალებმა ორივე პარტია მოიგეს და მედლის შანსს ინარჩუნებენ, ხოლო კაცებმა მხოლოდ ქულა აიღეს და 38 ადგილზე არიან. ქალთა ნაკრებმა მეხუთე ტურში ინდონეზიის ნაკრები 2.5:1.5 დაამარცხა. გამარჯვების ქულები ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ მოიპოვეს, ნინო ბაციაშვილი...
საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ოთხი ტური მიილია. გვსურს ყურადღება ერთი საინტერესო დეტალზე გავამახვილოთ: საჭადრალო ოლიმპიადებზე ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, რომ ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს კაცთა ნაკრებს მეტი ქულა ჰქონდეს, ვიდრე – ქალთა გუნდს. სამარყანდში კი ასეა… ვაჟებმა მეოთხე ტურში ბელგია 3:1 დაამარცხეს. ჩვენს გუნდს გამარჯვებები ლევან ფანცულაიამ და ლუკა პაიჭაძემ მოუტანეს, ხოლო ნიკოლოზ კაჭარავამ და ბაადურ...









