ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა – 2025 წელს ის ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
დღესვე მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვულმა იჭიდავა, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია – შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
